განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/167-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი :
12 სექტემბერი 2019 წელი ქ. მცხეთა
მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე
მოსამართლე ხათუნა ნადიბაიძე
სხდომის მდივანი ბელა ოჩიაური
ბრალდების მხარე:
პროკურორი - და---- ყ-------–--ლი
დაცვის მხარე:
და---- მა-------ძე (დაბადებული - 2----–-–----- თებერვალს საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, პირადი №3----------), რეგისტრირებული: მცხეთა სოფელი ნიჩბისი, ფაქტობრივად მცხოვრები: მცხეთა სოფელი ნიჩბისი
ადვოკატი - გ---ა ჯ-----–---–ი
კან---იერი წარმომადგენელი - ეთერ მა-------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი
დისპოზიცია: ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად
სხდომის სახე - დახურული
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. და---- მა-------ძის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 09:00 საათზე, მცხეთის რაიონში მდებარე რესტორანი „სალობიეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევის საავტომობილო გზის გვერდულზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე და---- ა---–--–მა, მა----- მა-------ძემ და მისმა შვილებმა გ------ი მა-------ძემ, ზ-----ი მა-------ძემ და და---- მა-------ძემ ხელისა და ფეხის სხეულის სხვადასხვა ნაწილებში დარტყმით, ჯგუფურად ცემეს ვ-------ი შ---------ი, რომელმაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. და---- მა-------ძის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი (23.08.2018 წ) და შემთხვევის ადგილზე ნანახი ბ---- ე-----–---–ის გვამი; ვ------- შ---------ის გამოკითხვის ოქმი (23.08.2018 წ), შ------ა მა-------ძის გამოკითხვის ოქმი (24.08.2018 წ), ა-–---ი ე-----–---–ის გამოკითხვის ოქმი (24.08.2018 წ), მა----- მა-------ძის გამოკითხვის ოქმი (23.08.2018 წ), და---- ა---–--–ის გამოკითხვის ოქმი (23.08.2018 წ), გ------ი მა-------ძის გამოკითხვის ოქმი (23.08.2018 წ), ზ-----ი მა-------ძის გამოკითხვის ოქმი (23.08.2018 წ), და---- მა-------ძის გამოკითხვის ოქმი (23.08.2018 წ), ნუ------ ჩ------ის გამოკითხვის ოქმი (27.08.2018 წ), გ------და ხ----–--–--ას გამოკითხვის ოქმი (29.08.2018 წ), ნ--ო წ---–-----ის გამოკითხვის ოქმი (29.08.2018 წ), მ-----ე გ--–-----ის გამოკითხვის ოქმი (06.09.2018 წ), ა-–---ი ე-----–---–ის გამოკითხვის ოქმი (07.09.2018 წ), თ----–ა ბ-----–---–ის გამოკითხვის ოქმი (12.09.2018 წ), თ---რ ფ-----ის გამოკითხვის ოქმი (12.09.2018 წ), და---- ა---–--–ის ამოცნობის ოქმი (13.09.2018 წ), ვ------- შ---------ის გამოკითხვის ოქმი (27.09.2018 წ), თ----–ა ბ-----–---–ის გამოკითხვის ოქმი (26.09.2018 წ), ნუ------ ჩ------ის გამოკითხვის ოქმი (26.09.2018 წ), ექსპერტ ზ-----ბ გ-------–-–---–ის გამოკითხვის ოქმი (27.09.2018 წ), გ------ი დ------–-–---–ის გამოკითხვის ოქმი (04.10.2018 წ), ნ---ა მ-----–-–---–ის გამოკითხვის ოქმი (04.10.2018 წ), სამედიცინო ექსპერტიზის N005914818 დასკვნა (18.09.2018 წ)
2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულმა და---- მა-------ძემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, რითაც სრულად დაადასტურეს მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები, შესაბამისად, დაცვის მხარეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და დასასაბუთებლად აბსოლუტურად თანაბრად, კან---ით გათვალისწინებულ ფარგლებში, მიეცათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ საქმის განხილვაში.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 ნაწილის შინაარსის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კან---ით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4.2. სასამართლომ ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, შეაფასა ისინი მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის, ურთიერთშეთანხმებულობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიიჩნია განაჩენის 1.1.-1.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
4.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ცემა ძალადობრივი დანაშაულია და ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა ცემა არ უკავშირდება ჯანმრთელობის დაზიანების განსაკუთრებულ შედეგს, ვინაიდან მისთვის დამახასიათებელია, რომ მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილი არ იწვევს მისი ჯანმრთელობის საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც თავის მხრივ შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები), თუმცა შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში (მაგ: ხელის გარტყმა, თმებით თრევა და სხვა). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით, ვინაიდან ამ შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება უფრო მძიმე სსკ-ის 120-ე მუხლით. აღნიშნული დანაშაულის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია ქმედების ჩადენა ჯგუფურად.
4.4. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი
4.5. მოცემულ შემთხვევაშიც განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული უდავო მტკიცებულებებით უტყუარადაა დადგენილი, 2018 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 09:00 საათზე, მცხეთის რაიონში მდებარე რესტორანი „სალობიეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევის საავტომობილო გზის გვერდულზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე და---- მა-------ძემ, და---- ა---–--–მა, მა----- მა-------ძემ, გ------ი მა-------ძემ და ზ-----ი მა-------ძემ ხელისა და ფეხის სხეულის სხვადასხვა ნაწილებში დარტყმით, ჯგუფურად ცემეს ვ-------ი შ---------ი, კერძოდ:
რამოდენიმეჯერ დაარტყეს ხელი და ფეხი სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი; ხოლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ და---- მა-------ძის მიერ განხორციელებულ ქმედებებს არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი და მაკვალიფიცირებელი გარემოება - ქმედების ჩადენა ჯგუფურად. სასამართლო, ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
4.6. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ და---- მა-------ძემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, და---- მა-------ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად სასამართლო მიუთითებს იმას, რომ ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კან---ის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, ის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით. ამასთან, არასრულწლოვან მსჯავრდებულთან მიმართებაში, სასამართლოს ეკისრება ვალდებულება შეაფასოს და დაადგინოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი. ამდენად, სასამართლო სასჯელის სახისა და ზომის შერჩევისას ხელმძღვანელობს, როგორც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილ, ისე საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ პრინციპთა შესაბამისად და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით.
6.2. უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ფუნდამენტურ პრინციპს, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობას, რაც სრულად შეესაბამება ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლს, რომელიც ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში, ნებისმიერი გადაწყვეტილება ითვალისწინებდეს ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ტრადიციული ამოცანები, როგორიცაა დასჯა, ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე მისი რეაბილიტაციისა და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები.
6.3. ბავშვის უფლებათა კონვენციის მიზნებისთვის ბავშვად ითვლება 18 წლამდე ასაკის ყოველი ადამიანი, თუკი რომელიმე ქვეყნის კან---მდებლობის მიხედვით ბავშვი უფრო ადრე არ აღწევს სრულწლოვანებას.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, და---- მა-------ძე ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის დროს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს არასრულწლოვანს.
6.5. სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ითვალისწინებს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-7 მუხლს, რომლის თანახმად, კან---თან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული ზომა ჩადენილი ქმედების თანაზომიერი უნდა იყოს და მის პიროვნებას, ასაკს, საგანმანათლებლო, სოციალურ და სხვა საჭიროებებს უნდა შეესაბამებოდეს. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, არასრულწლოვნის მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება მისი ინდივიდუალური მახასიათებლები: ასაკი, განვითარების დონე, ცხოვრების, აღზრდისა და განვითარების პირობები, განათლება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური ვითარება და სხვა გარემოებები, რომლებიც არასრულწლოვნის ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების და მისი საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. ამავე კოდექსის 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მე-14 მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ინდივიდუალური მახასიათებლები გაითვალისწინება ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის საფუძველზე.
6.6. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ასევე ითვალისწინებს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინური წესები’’), რომლის თანახმად, 18 წლამდე პირს არ უნდა წაერთვას თავისუფლება, თუ ის არ არის ცნობილი დამნაშავედ სერიოზული ქმედების ჩადენაში სხვა პირის მიმართ ძალადობის გამოყენებით ან სხვა სერიოზული სამართალდარღვევების არაერთხელ ჩადენაში და არ არსებობს სხვა შესაბამისი ზემოქმედების ზომა. ,,პეკინური წესების’’ მე-5 მუხლის თანახმად, ზემოქმედების ზომის შერჩევისას, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.
6.7. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, რომლითაც მსჯავრი უნდა დაედოს და---- მა-------ძეს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
6.8. ბავშვის უფლებათა კონვენციის 37-ე მუხლის (ბ) პუნქტის მიხედვით, თავისუფლების აღკვეთა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ როგორც უკიდურესი ზომა, რაც შეიძლება ნაკლები პერიოდის განმავლობაში. თუმცაღა აღნიშნული მუხლი არ განსაზღვრავს, თუ რა იგულისხმება “დროის რაც შეიძლება შესაბამის მოკლე პერიოდში”. 18 წლამდე პირთა სასჯელის ვადა პირდაპირ უნდა იყოს დაკავშირებული იმ პერიოდის ხანგრძლივობასთან, რომელიც მიჩნეულია საკმარისად ბავშვის რეინტეგრაციისთვის და მის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო როლის შესრულებაში ხელშეწყობისათვის.
6.9. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 27-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით სასამართლო ვალდებულია სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინოს ინდივიდუალური შეფასების ანგარიში. შესაბამისად, არასრულწლოვან და---- მა-------ძის საუკეთესო ინტერესებთან ერთად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილ ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, კერძოდ:
და---- მა-------ძის მიმართ წარმოდგენილი ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის თანახმად, იგი აღიარებს დანაშაულს და იაზრებს თუ რა ზიანი მიაყენა მან დაზარალებულს, საკუთარ თავს და ოჯახს. დაზარალებულის მიმართ გამოხატავს ემპათიას. მომხდართან დაკავშირებთ, იგი აღნიშნავს, რომ ის გახდა იმის შემსწრე, თუ როგორ დაესხნენ თავს მამას და შემდეგ მისი ძმები ჩაერთნენ ხელჩართულ ჩხუბში. არასრულწლოვანი ნანობს ჩადენილ ქმედებას და გააზრებული აქვს, რომ ფიზიკური ძალადობა ნებისმიერ შემთხვევაში დაუშვებელია და არაა გამართლებული. იცის რომ დასჯადი ქმედებაა. თუმცა და----ი ხაზს უსვამს საკუთარ ემოციურ მდგომარეობას. მისი გადმოცემით არასდროს ჰქონია კონფლიქტური ურთიერთობა, არსებულ გაუგებრობებს ყოველთვის საუბრით და განხილვის საშუალებით არეგულირებდა. თვლის რომ, ამ შემთხვევაშიც საჭირო იყო საუბარი, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ მეორე მხარე პირდაპირ ძალადობაზე გადავიდა, ასეთ შემთხვევაში კი არ აქვს პასუხი, როგორ შეიძლება საკუთარი უფლებების დაცვა. და----ი არ გამორიცხავს სამომავლოდ, ანალოგიურ შემთხვევაში მიმართოს ფიზიკურ ძალას, თუმცა ეს იქნება მისთვის უკიდურესი საშუალება, მას შემდეგ რაც ამოწურავს ძალადობის თავიდან ასაცილებელ ყველა შესაძლებელ გზას.
6.10. სასამართლო და---- მა-------ძის მიმართ სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს, ქმედებების განხორციელების სახესა და ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს, იმ გარემოებას რომ და---- მა-------ძის მიმართ წარსულში გამოტანილი არ ყოფილა გამამტყუნებელი განაჩენი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, საქმეში არსებული მტკიცებულებები გახადა უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. მისი განმარტებით აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან. სასამართლო ასევე ითვალისწინებს მის მიმართ წარმოდგენილ ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, რომლის თანახმად, და---- მა-------ძე უარყოფითად აფასებს მის მიერ განხორციელებულ ქმედებას და სურს საზოგადოებას დაუბრუნდეს, როგორც კან---მორჩილი მოქალაქე. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, და---- მა-------ძეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 68-ე თანახმად, უნდა განესაზღვროს კან---ით გათვალისწინებულ შესაბამისი ზომის სასჯელი, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, რაც სსკ-ის 68-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უნდა განახევრდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა, ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14, მე-40 მუხლებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტული მინიმალური წესების არასრუწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინის წესები’’) მე-5 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-4, მე-7, მე-14, მე-17, 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 55-57-ე, 59-ე, 65-ე, 74-76-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის 68-ე, 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
და---- მა-------ძე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 500 ლარის ოდენობით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 68-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გაუნახევრდეს და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 250 ლარის ოდენობით;
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი განახორციელოს სააღსრულებო ბიურომ მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კან---მდებლობით დადგენილი წესით.
განაჩენი კან---იერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონულ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ხათუნა ნადიბაიძე