მუხლი 68. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ქმედითი მონანიების გამო
თავი XIII — სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება
1. ის, ვინც პირველად ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვისაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება სამი წლით თავისუფლების აღკვეთას, შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ნებაყოფლობით გამოცხადდა ბრალის აღიარებით, ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას და აანაზღაურა ზიანი.
2. ის, ვინც ჩაიდინა სხვა კატეგორიის დანაშაული, შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ ეს გათვალისწინებულია ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (22.07.1999).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(15)
საქმე №2კ-113-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.11.2025
…თავი აარიდა სასჯელის მოხდას. ხანდაზმულობის ვადაში ჩაითვლება სასჯელის მოხდისაგან თავის არიდებამდე გასული დრო. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული. 6.2. თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე მუხლის თანახმად, ჰ. მ–სათვის (H. M.) მსჯავრადშერაცხილი დანაშაულებისათვის ხანდაზმულობის ვადა არის 10 წელი და გადის 2034 წელს. 7.…
საქმე №2კ-985აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.03.2024
…დანაშაულები – ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება – და მის ქმედებაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოება – ქმედითი მონანიება – არ არის გამოკვეთილი. 13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დანაშაულის ჩამდენი შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ქმედითი…
საქმე №2კ-18-I-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.03.2023
…შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ს. გ–სის მიმართ გამოტანილი განაჩენით დადგენილი სასჯელის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება…
საქმე №2კ-17-I-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.03.2023
…დანაშაულთან მიმართებით განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 15 წელს, რაც დღეის მდგომარეობით გასული არ არის. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ი. ჩ–ს მიმართ გამოტანილი განაჩენით დადგენილი სასჯელის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა…
საქმე №2კ-12-I-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.03.2023
…თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ე. ჩ–ს მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან დაკავშირებით განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისად(20 წელი). 7. დანაშაულებრივი ქმედება, რომლისთვისაც მოითხოვება ე. ჩ–ს ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის…
საქმე №2კ-57-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.11.2022
საქმე №2კ-38-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.07.2022
საქმე №2კ-453-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.12.2021
საქმე №2კ-375-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.06.2021
საქმე №2კ-3-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.01.2021
საქმე №2კ-9-I-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.02.2020
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, მუხლი 68, №2287, 22.07.1999, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.648 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16426/muxli-68/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია