მუხლი 70. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ვითარების შეცვლის გამო
თავი XIII — სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება
დანაშაულის ჩამდენი შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ დადგინდება, რომ ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მიზანშეუწონელია ვითარების შეცვლის გამო.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (22.07.1999).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(7)
საქმე №2კ-99აპ.-09 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.05.2009
…პასუხისმგებლობა. ამის გარდა, დღეს პენსიონერისათვის ნებადართულია შრომის ანაზღაურებასთან ერთად პენსიის მიღება. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულებს რომც ჩაედინათ დანაშაული, ისინი უნდა გათავისუფლებულიყვნენ სასჯელის მოხდისაგან, სისხლის სამართლის კოდექსის 70-ე მუხლის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტისა და მე-6 ნაწილის შესაბამისად. ამრიგად,…
საქმე №2კ-1906აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.12.2007
…სასამართლოში დაზარალებულმა მიუთითა, რომ იგი და თ. ზ-ძე შერიგდნენ და დაქორწინდნენ. ამ გარემოებებს სააპელაციო პალატამ სათანადო ყურადღება არ მიაქცია და მათზე არ იმსჯელა, რასაც მოცემულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, დანაშაულის ჩამდენი შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ დადგინდება, რომ…
საქმე №2კ-1013აპ.-06 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.01.2007
…11 სექტემბრის განაჩენის გაუქმებასა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას, ხოლო ამ მოთხოვნის უარყოფის შემთხვევაში _ მათ განთავისუფლებას პასუხისმგებლობისაგან. მსჯავრდებულ ე. ს-ის ადვოკატი ა. ჩ-ლი ზემოჩამოთვლილი მოტივებით, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას. დაზარალებული ე. დ-ლი საკასაციო…
…შეთანხმებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ირ---–--------------მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის ჩამდენი პირი შეიძლება განთავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ დადგინდება…
…1261-ე მუხლის პირველი ნაწილით; სააპელაციო პალატა სავსებით ეთანხმება, ვითარების შეცვლის გამო სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტაზე უარის თქმის საფუძვლებს, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა განაჩენში; კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 70-ე მუხლით გათვალისწინებულ ვითარების შეცვლა გულისხმობს სოციალურ გარემოში ისეთ ცვლილებებს, რომლის შედეგად არა მხოლოდ ერთი…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, მუხლი 70, №2287, 22.07.1999, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.648 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16426/muxli-70/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია