განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2018
საქმის ნომერი
140100117002251161
ინსტანცია
თარიღი
28.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100117002251161

საქმე №1ბ/326-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე მურმან ისაევმა

 

ნანა გიგიტაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: მ-----– ბ-----–---–ის

მსჯავრდებულის: კ---- პ---–--–---–ის

ადვოკატის: ზ---- გ-------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ კ---- პ---–--–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ---- გ-------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე, კ---- პ---–--–---–ის, დაბადებული 1----–-–-------------------------------------- ნასამართლევის, მცხოვრები გ------------------------–--------–-, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ---- პ---–--–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; კერძოდ, 2017 წლის 17 ნოემბერს, დაახლოებით 14 საათზე, გ------------------------–--------–- მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკების გამო კ---- პ---–--–---–მა მეუღლეს - ნ---- მ–-------ს ხელები მოუჭირა ყელში, რამდენჯერმე დაარტყა ფეხი სახეში და წაქცეული გაათრია თმით, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენით:

 

კ---- პ---–--–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ სასჯელმა შთანთქა გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ნოემბრის განაჩენებით დანიშნული და მოუხდელი სასჯელი - ჯარიმა 1 000 ლარი და 2 500 ლარი, რის შედეგად მსჯავრდებულ კ---- პ---–--–---–ს საბოლოოდ განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

მსჯავრდებულ კ---- პ---–--–---–ს სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან და ამ ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობის დრო - 2017 წლის 17 ნოემბრიდან იმავე წლის 19 დეკემბრის ჩათვლით;

 

აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდა;

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ---- პ---–--–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ---- გ-------მა;

 

სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენის გაუქმება და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა ვითარების შეცვლის გამო; საჩივარში მითითებულია შემდეგ გარემოებებზე: დაზარალებული შეურიგდა მსჯავრდებულს, არ ითხოვს მსჯავრდებულის დასჯას, რაც წარმოადგენს გარემოებას, რომელიც პირდაპირ ნიშნავს ვითარების შეცვლას, რის გამოც კ---- პ---–--–---–ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა;

 

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა კ---- პ---–--–---–მა და ადვოკატმა ზ---- გ-------მა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ;

 

პროკურორმა - მ-----– ბ-----–---–მა აღნიშნა, რომ მსჯავრდებულ კ---- პ---–--–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული საქმის მასალებით დადგენილია, ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და განაჩენით განსაზღვრული სასჯელი შეესაბამება ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და მსჯავრდებულის პიროვნების მახასიათებელ მონაცემებს, არ არსებობს განაჩენის გაუქმების და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი;

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენი დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები კ---- პ---–--–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ კ---- პ---–--–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით: კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას მსჯავრდებულმა კ---- პ---–--–---–მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა და მოინანია.

 

დაზარალებულმა ნ---- მ–-------ის განმარტებით, 2017 წლის 17 ნოემბერს იკამათა მეუღლესთან - კ---- პ---–--–---–თან, რა დროსაც ბრალდებულმა მას ყელში მოუჭირა ხელი, წაქცეულს დაარტყა ფეხი და თმით გაათრია სხვა ოთახში, რის შედეგად ნ---- მ–-------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

 

გარდა დაზარალებულის ჩვენებისა და მსჯავრდებულის აღიარებისა, კ---- პ---–--–---–ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული მ-----------------–----------- პ---–--–---–ის, ვ----– პ---–--–---–ის ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული სხვა ერთობლივი მტკიცებულებების შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ კ---- პ---–--–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

სააპელაციო პალატა სავსებით ეთანხმება, ვითარების შეცვლის გამო სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტაზე უარის თქმის საფუძვლებს, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა განაჩენში; კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 70-ე მუხლით გათვალისწინებულ ვითარების შეცვლა გულისხმობს სოციალურ გარემოში ისეთ ცვლილებებს, რომლის შედეგად არა მხოლოდ ერთი ქმედება, არამედ - სხვა მსგავსი ქმედებებიც (შესაბამისი გარემოებებით) კარგავს საშიშ ხასიათს. ცხადია, ამგვარი ცვლილებები სოციალურ გარემოში არ მომხდარა, პირიქით - ანალოგიურ შემთხვევებში სსკ-ის 70-ე მუხლის გამოყენება ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებს - დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილებასა და მართლწესრიგის დაცვას ; გარდა ამისა, დაცვის მხარის მოტივების გაზიარება გამოიწვევს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და ,,ვითარების შეცვლის“ გარემოებების აღრევას, რაც დაუშვებელია. შესაბამისად, პალატა თვლის, რომ არ არსებობს კ---- პ---–--–---–ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის კანონიერი საფუძველი;

 

იმავდროულად, მსჯავრდებულ კ---- პ---–--–---–მა პიროვნების, მისი წარსული ცხოვრების, (ის არაერთხელაა განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის), მის მიერ ჩადენილ დანაშაულის ხასიათისა და სიმძიმის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულის მიმართ განსაზღვრული სასჯელი უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით; პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების კერძო და ზოგად პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას, ოჯახში ძალადობის დანაშაულის თავიდან აცილებას. დანაშაულის მოტივისა და მიზნის თვალსაზრისით სასჯელის დანიშვნისას პალატა ამავდროულად ითვალისწინებს მსჯავრდებულ კ---- პ---–--–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულის შინაარსს, ხასიათს, მის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას. აქედან გამომდინარე ასევე არ არსებობს განაჩენით განსაზღვრული სასჯელის შემცირების კანონიერი საფუძველი;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ კ---- პ---–--–---–ის ინტერესების დამცველ ადვოკატ ზ---- გ-------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი ;

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენი კ---- პ---–--–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

კ---- პ---–--–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ სასჯელმა შთანთქას გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ნოემბრის განაჩენებით დანიშნული და მოუხდელი სასჯელი - ჯარიმა 1 000 ლარი და 2 500 ლარი, რის შედეგად მსჯავრდებულ კ---- პ---–--–---–ს საბოლოოდ განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

მსჯავრდებულ კ---- პ---–--–---–ს სასჯელის მოხდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 თებერვლის, 17:53 საათიდან და ამ ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 17 ნოემბრიდან იმავე წლის 19 დეკემბრის ჩათვლით;

 

კ---- პ---–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდეს;

 

ნივთიერი მტკიცებულება - ტანსაცმელი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ.ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მურმან ისაევი