განაჩენი

სისხლის სამართლის 14.02.2019
საქმის ნომერი
330100113002418429
ინსტანცია
თარიღი
14.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100113002418429

საქმე №1ბ/718-18წ.

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებელ - ლე--------–--ას

ადვოკატ - ლა–------–--–--ის

მსჯავრდებულ - ირ---–--------------ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ირ---–--------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების: ლა–------–--–--ის და გი-------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ირ---–--------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------- პირადი №------------ დაოჯახებულის, უმაღლესი განათლებით, შპს „------ დამფუძნებლის და დირექტორის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისში, ძ------------–-–---–-----------------–-- დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის განაჩენით ირ---–--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, გაუნახევრდა და საბოლოოდ, ირ---–--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 02 (ორი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

ირ---–--------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2004 წლის 20 მაისს ირ---–--------------მა ერთპიროვნულად დააფუძნა შპს „----- (ს------------), რომლის საქმიანობის სფეროდ განისაზღვრა შავი და ფერადი ლითონების ჯართითა და ნარჩენებით საბითუმო ვაჭრობა. საზოგადოების დირექტორი, დღიდან დაფუძნებისა, იყო ირ---–--------------ი. საწარმოს იურიდიული და ფაქტობრივი მისამართია: ქ. თბილისი,-----------------–--------------------------------------- ირ---–--------------ს, როგორც შპს „------ დირექტორს ევალებოდა, კეთილსინდისიერად გაძღოლოდა საზოგადოების საქმიანობას და ასევე, კეთილსინდისიერად გადაეხადა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები. მიუხედავად ზემოაღნიშნული ვალდებულებისა, საწარმოს საქმიანობის მიმდინარეობის პროცესში შპს „------ დირექტორმა განიზრახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებისათვის თავის არიდება.

განზრავის სისრულეში მოყვანის მიზნით, ირ---–--------------ს საზოგადოების ბუღალტერიიდან საქვეანგარიშოდ გაჰქონდა დიდი ოდენობით თანხები, რომელსაც იყენებდა არამიზნობრივად და განკარგავდა საკუთარი შეხედულებისამებრ და არ ახდენდა დასახელებული თანხების ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენას ბუღალტერიაში. გარდა ამისა, ირ---–--------------ი, როგორც საწარმოს დირექტორი, ფიზიკური პირებისგან იძენდა ჯართს - შესყიდვის აქტების გარეშე, რითაც მალავდა შესყიდვის რეალურ ღირებულებას და შემდგომ ხელოვნურად ზრდიდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებს. ასევე, შეძენილი ჯართის ექსპორტის შედეგად მიღებულ შემოსავლებს არ ასახავდა მოგების დეკლარაციაში და არ იხდიდა შესაბამის მოგების გადასახადებს. ზემოაღნიშნული გზით, ირ---–--------------მა როგორც შპს „------ დირექტორმა 2006-2011 წლებში განზრახ თავი აარიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 1 458 290 ლარის გადასახადების გადახდას.

სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა შპს „------ საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რომლის 2012 წლის 19 სექტემბრის აქტით - შპს „------ 2006-2011 წლების საანგარიშო პერიოდზე დამატებით დაერიცხა სულ 2 140 571 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 1 458 290 ლარი, ხოლო ჯარიმა - 682 281 ლარი. ხსენებული აქტის საფუძველზე გამოცემული 2012 წლის 12 ოქტომბრის N--------- საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელს ელექტრონულად ჩაბარდა 2012 წლის 22 ნოემბერს. აღნიშნული საგადასახადო შემოწმების აქტი და ხსენებული საგადასახადო მოთხოვნა თანხების დარიცხვასთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ კანონით დადგენილ ვადებში არ იქნა გასაჩივრებული. მიუხედავად ამისა, საწარმოს დირექტორის - ირ---–--------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის შენიშვნით დადგენილ 45 სამუშაო დღის ვადაში გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა არ იქნა გადახდილი და ასევე, არ მომხდარა ხსენებული თანხის კორექტირება, მისი გადახდის გადავადება ან შეჩერება.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ირ---–--------------ის ადვოკატებმა - ლა–------–--–--ემ და გი-------------ემ, რომლებმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განაჩენის გაუქმება და ირ---–--------------ის გამართლება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტთა განმარტებით, საგადასახადო შემოწმების აქტი ირ---–--------------ისთვის განაჩენად იქცა, ვინაიდან საქმის მასალებით მას ვერ დაუდასტურდა გადასახადებისათვის თავის არიდების განზრახვის არსებობა, რასაც მოცემული კვალიფიკაციით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია. მა-----------------ე არის ერთადერთი პირდაპირი მოწმე, რომელმაც უშუალოდ შეისწავლა შპს „------ს დოკუმენტაცია და აღმოაჩინა ის დარღვევები, რომლებიც საფუძვლად დაედო გადასახადების დარიცხვას. თუმცა საქმეს არ ერთვის შესყიდვების აქტები და ის დოკუმენტაცია, რომელიც მა-----------------ის ჩვენებას დაადასტურებდა. არცერთი მოწმის ჩვენებაშია მითითებული, თუ რა რაოდენობის შესყიდვის აქტი იქნა შემოწმებული და კონკრეტულად რა რაოდენობის შესყიდვის აქტი არ აღმოჩნდა შპს „------ს დოკუმენტაციაში. მა-----------------ის ჩვენებაც, აპელანტის აზრით, პირდაპირია მხოლოდ იმ ნაწილში, რომ შპს „------ ვერ წარადგინა შესყიდვის აქტები, თუმცა წარუდგენლობის მიზეზი მისთვის უცნობია. არასწორია სასამართლოს მითითება იმის თაობაზეც, რომ ირ---–--------------ი და შპს „----- არ აფორმებდა შესყიდვის აქტებს, რითაც ინიღბებოდა ჯართის შესყიდვის რეალური ღირებულება და შემდგომ მოგების დეკლარაციაში ხელოვნურად იზრდებოდა გამოსაქვითი ხარჯები. ასეთი შინაარსის ჩვენება არც ერთ მოწმეს მიუცია.

 

სასამართლოს შეფასების გარეშე აქვს დატოვებული მოწმე ლე-–----------–---–ის ჩვენება, რომელმაც ცალსახად დაადასტურა, რომ შპს „------ მისი შემოწმების ფარგლებში დარღვევები არ აღმოაჩნდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოწმე ლე---------------–---–ის ჩვენების მნიშვნელოვანი მომენტები, რაც ირ---–--------------ის უდანაშაულობის ეჭვს აჩენდა. კერძოდ, დასახელებულმა მოწმემ განმარტა, იმის გათვალისწინებით, რომ შპს „----–-- შემოწმება ჩატარდა 2012 წელს, როდესაც საზოგადოებას 2 წლის შეწყვეტილი ჰქონდა საქმიანობა, შესაძლებელი იყო შესყიდვების აქტების დაკარგვა. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ საქვეანგარიშოდ გატანილი თანხები წარმოშვა შესყიდვების აქტების წარუდგენლობის შედეგად ორგანიზაციის გამოსაქვითი ხარჯების შემცირებამ. გასაჩივრებულ განაჩენში ასევე არ არის ასახული მოწმე გი-------------------ის ჩვენება, როდესაც მან განმარტა, რომ ირ---–--------------ი წარმოადგენდა ფორმალურ დირექტორს, საბუღალტრო დოკუმენტაცია ინახებოდა ბუღალტერ დო-------------ესთან და ბუღალტერიას აწარმოებდა მხოლოდ დო-------------ე. მოწმე დო-------------ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება კი, რომელიც საჯაროდ იქნა წაკითხული, ეწინააღმდეგება წარდგენილ ბრალდებას და საქმეში არსებულ ობიექტურ მტკიცებულებებს, მაგალითად, 2012 წლის 12 ოქტომბრის №------- საგადასახადო მოთხოვნის ირ---–--------------თან ერთად 2012 წლის 22 ნოემბერს ელექტრონულად გაცნობის ნაწილში, მაშინ, როდესაც საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ დღეს ირ---–--------------ი არ იმყოფებოდა საქართველოში. შემოწმების აქტის საზღვარგარეთიდან გაცნობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება კი ბრალდების მხარეს არ წარუდგენია. სასამართლოს არც კი უცდია შეეფასებინა მოწმე დო-------------ის ჩვენებასა და საქმის სხვა მასალებს შორის არსებული წინააღმდეგობები. გარდა ამისა, აპელანტს მიაჩნია, რომ დო-------------ე იყო მიკერძოებული, რადგან თავად შეიძლებოდა გამხდარიყო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის სუბიექტი, რაც კიდევ უფრო უკარგავდა გამოქვეყნებულ დაკითხვის ოქმს სანდოობასა და უტყუარობას.

აპელანტთა განმარტებით, საგადასახადო ორგანოს მიერ უმცირესი ფასის გამოყენება იყო მხოლოდ ვარაუდი. იმისათვის, რომ ირ---–--------------ისთვის გადასახადი დაერიცხათ, გამოიყენეს საგადასახადო კანონმდებლობით დაშვებული გზა, მოძებნეს თითოეული წლის განმავლობაში ჯართის უმცირესი შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი და მთელ პროდუქციაზე გაავრცელეს, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე. საქმეში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ირ---–--------------ი შესყიდვის აქტებს არ აფორმებდა, ეს არალოგიკურიცაა, რადგან თავად მსჯავრდებულის ინტერესებში შედიოდა შესყიდვების აქტების ქონა და მასში „გაბერილი“ ფასის დაფიქსირება, რათა ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტი ჰქონოდა.

აპელანტებმა ასევე მიუთითეს, რომ გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებელის გარდა, უკანონოცაა, ვინაიდან დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები, საქმეში წარდგენილია დაუშვებელი მტკიცებულებები, მოწმეთა მიერ წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოში მიცემული ჩვენებები აშკარა და არსებით წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან, საგამოძიებო მოქმედებების თანამიმდევრულობა დარღვეულია, რაც მტკიცებულებათა ნაწილს უკანონო მტკიცებულებებად აქცევს, რის გამოც ისინი არ უნდა ყოფილიყო გაზიარებული.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე საქმის განხილვისას აპელანტებმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ამასთან, იმ შემთხვევაში თუ სასამართლო არ გაიზიარებს მათ მოთხოვნას გამამართლებელი განაჩენის დადგენის შესახებ, ითხოვენ, რომ ირ---–--------------ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ვითარების შეცვლის გამო.

სახელმწიფო ბრალმდებელმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის უარყოფა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. ირ---–--------------ის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტი დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, უტყუარი, საკმარისი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. საქმეში არ არსებობს სხვა ისეთი მტკიცებულებები, რომლებითაც გაბათილდებოდა ან ეჭვქვეშ დადგებოდა მის მიმართ განაჩენით შერაცხული ბრალდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულის უდანაშაულობის თაობაზე.

 

უპირველესად, პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლი თავისი შინაარსის გათვალისწინებით წარმოადგენს ბლანკეტურ ნორმას, შესაბამისად პირის მიერ მასში მითითებული დარღვევის შესაფასებლად მხოლოდ კანონის ამ დანაწესის მოცემულობა არაა საკმარისი და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირის ბრალეულობის საკითხის გარკვევისას მისი ქმედების შესაბამისობა შემოწმებული უნდა იქნეს ასევე ამ ურთიერთობის მარეგულირებელ სხვა სამართლებრივ აქტებთან მიმართებაში. გადასახადის სახეების, გადასახადის გადამხდელებისა და გადასახადით დასაბეგრი ობიექტების დასადგენად უნდა მივმართოთ საგადასახადო კანონმდებლობას. სწორედ საგადასახადო დოკუმენტაციის შემოწმებისას აღმოჩენილი დარღვევების სისხლის სამართლებრივ ჭრილში მოქცევის შემთხვევაში აქვს ადგილი დანაშაულს.

 

მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ობიექტური მტკიცებულებების ანალიზით კი ირკვევა, რომ ირ---–--------------მა ნამდვილად ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება, კერძოდ:

 

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „------ დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი არის ირ---–--------------ი.

 

2012 წლის 22 თებერვლის №----- აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებით, დაინიშნა შპს „------ გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რომლის პერიოდი განისაზღვრა 2006 წლის 1 იანვრიდან - 2011 წლის 1 დეკემბრამდე, ხოლო შემოწმების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 23 თებერვლიდან 6 აპრილის ჩათვლით. აღნიშნული ვადა მოგვიანებით გაგრძელდა ორჯერ.

 

შპს „------ (ს------------) საგადასახადო შემოწმების 2012 წლის 12 სექტემბრის აქტით, რომელიც შედგენილია ამავე სამსახურის თანამშრომლების - მა-----------------ისა და ლ--–------------- მიერ დასტურდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის რისკების მართვის სამმართველოს მოხსენებითი ბარათის საფუძველზე შპს „----–-- 2012 წლის 23 თებერვლიდან 12 სექტემბრამდე პერიოდში, 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, მიმდინარეობდა გასვლითი სრული საგადასახადო შემოწმება. ამავე აქტით დადასტურდა, რომ 2004 წლის 27 მაისს დაფუძნებული საზოგადოების საქმიანობის სფერო იყო შავი და ფერადი ლითონების ჯართით საბითუმო ვაჭრობა, საზოგადოების ერთპიროვნული დამფუძნებელი და დირექტორი იყო ირ---–--------------ი, შემოწმების პროცესში მონაწილეობდა ბუღალტერი დო-------------ე. შემოწმდა 2006-2012 წლების პერიოდი და მოიცვა მოგების, საშემოსავლო, იმპორტის, ქონების, სოციალური, დღგ-ს გადასახადები, გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ და შემოწმებით განსაზღვრულ მონაცემებს შორის შემოსავლის, ხარჯის, სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთის ნაწილში. გადამხდელმა ვერ წარადგინა ფიზიკურ პირებთან გაფორმებული შესყიდვის აქტები და შესყიდულ ჯართზე გავრცელდა უმცირესი ფასები. ასევე, დადგინდა დირექტორზე მემორალური ორდერებისა და ბრუნვითი უწყისების თანახმად თანხების გაცემა. ძირითადად სწორედ ეს დარღევები აისახა აღნიშნულ საგადასახადო შემოწმების აქტში და შედეგად საზოგადოებას დამატებით გადასახდელად დაერიცხა 2 140 571 ლარი, მათ შორის ძირითადი - 1 458 290 ლარი, აქედან მოგების გადასახადი - 1 030 983 ლარი, საშემოსავლო გადასახადი - 370 197 ლარი, დღგ-ს გადასახადი - 4 654 ლარი, სოციალური გადასახადი - 52 455 ლარი.

 

2012 წლის 12 ოქტომბრის №------- საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარება დასტურდება rs.ge-ზე 2012 წლის 22 ნოემბერს საზოგადოების უფლებამოსილი პირებისთვის მისი ჩაბარების/გაცნობის ამსახველი დოკუმენტებით.

 

საგადასახადო დოკუმენტაციის შეფასების საფუძველზე გამოიკვეთა ირ---–--------------ის ბრალეულობა სისხლის სამართლის დანაშაულში, რაც გახდა მის მიმართ ბრალის წარდგენისა და შემდგომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის დანაწესის ბლანკეტურობიდან გამომდინარე საგადასახადო დოკუმენტაციამ შეიძინა მნიშვნელოვანი მტკიცებულების შინაარსი. დასახელებულ წერილობით მტკიცებულებებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები თავიანთ ჩვენებებში ასევე დაადასტურეს შესაბამისმა პირებმა, კერძოდ:

 

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელ მა-----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან ლ---–----------–---–---- ერთად შეამოწმა შპს „------ 2006-2012 წლების პერიოდის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა. შემოწმების შედეგად ძირითადი დარღვევები გამოვლინდა ორ საკითხში. კერძოდ, ანგარიშვალდებულ პირზე - ირ---–--------------ზე საქვეანგარიშოდ თანხების გაცემაში დოკუმენტურად დადასტურების გარეშე და შესყიდვის დოკუმენტების არსებობის პირობებში ხარჯების საკუთარი შეხედულებისამებრ გაზრდაში.

შემოწმებაში მონაწილეობას იღებდნენ შპს „------ ბუღალტერი დო-------------ე და თანამშრომელი - გი-------------------ი. შესაბამისად, ირ---–--------------ის არყოფნას ხელი არ შეუშლია გადასახადის გადამხდელისათვის დოკუმენტების წარდგენაში. იმ ჯართთან მიმართებაში, რომელზეც საზოგადოებას არ გააჩნდა შესყიდვის დოკუმენტაცია - ექსპორტზე გატანილი ჯართი, ჩაითვალა შეძენილად და საზოგადოების დოკუმენტებში მითითებული ყოველწლიური შესყიდვის უმცირესი ფასი იქნა მათზე გავრცელებული. საქვეანგარიშოდ დირექტორზე გაცემულ თანხებზე კი გავრცელდა იმ დროისათვის დადგენილი 20%-იანი განაკვეთი. შპს „------ ადმინისტრაციამ შემოწმების პროცესში დამატებით ვერ წარადგინა მათ მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია 5-6 თვის განმავლობაში და შესაბამისად, იხელმძღვანელეს უკვე წარდგენილი დოკუმენტაციით. შემოწმებით დადგინდა დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ თანხებს შორის სხვაობა, რამაც გაზარდა გადასახადით დასაბეგრი ბაზა. მოწმის განმარტებითვე, შემოწმების აქტის პროექტს გაეცნო მისი ხელმძღვანელობა და სრულად იქნა გაზიარებული მისი პოზიცია დარიცხვის სისწორესთან დაკავშირებით.

 

აპელანტები მიუთითებენ, მა-----------------ის ჩვენება პირდაპირია მხოლოდ იმ ნაწილში, რომ შპს „------ ვერ წარადგინა შესყიდვის აქტები, თუმცა წარუდგენლობის მიზეზი მისთვის უცნობია. შესყიდვების აქტების წარუდგენლობის მიზეზი კი შეიძლება მათი დაკარგვა იყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა ითვალისწინებს, მოწმე მა-----------------ის მიერ დადასტურებული იქნა ფაქტი, რომ შესყიდვის აქტების ნაწილის წარუდგენლობის გამო მათი შემოწმება ვერ მოხდა. ამასთან, მოწმემ ცალსახად დაადასტურა, რომ ბუღალტრისა და ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ ხდებოდა დოკუმენტების მიწოდება და საზოგადოების დირექტორის არყოფნას არ შეუშლია ხელი არსებული დოკუმენტების სრულყოფილად წარდგენისათვის.

 

გასათვალისწინებელია ასევე ლე---------------–---–ის ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ყველა ზომა იქნა მიღებული შემოწმების სრულყოფილად ჩასატარებლად, გადამხდელს მიეცა წინადადება წარედგინა მათ ხელთ არსებული მასალები სრულად. შემოწმებისას კი გამოიყენეს შემოსავლების სამსახურის ხელთ არსებული გადამხდელის ბაზა, კერძოდ:

მოწმე ლე---------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ შპს „------ შემოწმების პერიოდში მუშაობდა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების სამმართველოს უფროსის პოზიციაზე. მის მოვალეობაში შედიოდა შემოწმების კონტროლი, შემოწმების პროცესში წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტა, აუდიტორებისათვის მიმართულების მიცემა და შემოწმების დასრულება. აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ყველა ზომა იქნა მიღებული შემოწმების სრულყოფილად ჩასატარებლად, გადამხდელს მიეცა წინადადება წარედგინა მათ ხელთ არსებული მასალები სრულად. ასევე, შემოწმებისას გამოიყენეს შემოსავლების სამსახურის ხელთ არსებული გადამხდელის ბაზა. ჩატარებული შემოწების შედეგად დაფიქსირდა დარღვევები. კერძოდ, გაზრდილი იყო ხარჯები და შემცირებული გადასახადით დასაბეგრი ბაზა. ვინაიდან, ვერ მოხდა საზოგადოების ხელმძღვანელობასთან დაკავშირება, რადგან საზოგადოებას საგადასახადო ორგანოებში დაფიქსირებული ტელეფონი გამორთული ჰქონდა და შპს „----- არც დოკუმენტაციაში მითითებულ მისამართზე არ ფუნქციონირებდა, კანონის დაცვით მოხდა აქტის გამოქვეყნება, რომელსაც გაეცნო გადამხდელი. მოწმის განმარტებითვე, აუდიტორები, რომლებიც შემოწმებას ატარებდნენ ხელმძღვანელობას აყენებდნენ საქმის კურსში და ინფორმაციას აწვდიდნენ რევიზიის მიმდინარეობასა და შედეგებზე.

 

მოწმე ლე-–----------–---–ის ჩვენების მიხედვით, მან შპს „------ შემოწმებაში მონაწილეობა მიიღო საბაჟო კუთხით. კერძოდ, რა ღირებულების ჯართი იქნა გატანილი ქვეყნიდან საზოგადოების მიერ და რამდენად სწორად ჰქონდა დეკლარირებული და გატანილი. რაიმე სახის დოკუმენტი წარადგინა თუ არა მეწარმემ მისთვის უცნობია, თუმცა მას არ დასჭირვებია რაიმეს წარდგენა, ვინაიდან სრული მონაცემები ინახება მათ ბაზაში და მიწოდებული ინფორმაცია ვერ იმოქმედებდა გაანგარიშებაზე.

 

აპელანტები აქცენტს აკეთებენ მოწმე დო-------------ის ჩვენებაზე და მასში ასახულ ინფორმაციას ეჭვქვეშ აყენებენ პირველ რიგში, საქმეზე წარდგენილ სხვა მტკიცებულებებთან წინააღმდეგობის გამო, ასევე მიაჩნია, რომ დო-------------ე მიკერძოებული მოწმეა. პალატა არ იზიარებს აღნიშნულ მოსაზრებას და მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული დო-------------ის ჩვენებაში არსებითი წინააღმდეგობის ფაქტები, რაც მის მიუკერძოებლობასა და ჩვენების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა, ამასთან, მოწმის ჩვენება შესაბამისობაშია სხვა მოწმეთა ჩვენებებთან, კერძოდ:

მოწმე დო-------------ის მიერ გამოძიებაში მიცემული და სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ჩვენებით დადგენილია, რომ 2007 წლიდან 2012 წლის ჩათვლით მუშაობდა შპს „----–-- ბუღალტრის პოზიციაზე, რომლის საქმიანობასაც წარმოადგენდა შავი და ფერადი ლითონების ჯართითა და ნარჩენებით საბითუმო ვაჭრობა, რომლის დირექტორი დაფუძნების დღიდან არის ირ---–--------------ი. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2012 წლის 22 თებერვალს დაიწყო შპს „------ საქმიანობის გასვლითი შემოწმება, რომელიც დასრულდა 2012 წლის სექტემბრის თვეში. შემოწმებული იქნა 2006 წლიდან 2011 წლამდე პერიოდი. ირ---–--------------ი შემოწმებას არ დასწრებია, ვინაიდან შემოწმების პროცესში წავიდა საზღვარგარეთ. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა შემდეგი დარღვევები: ვერ წარადგინეს ფიზიკურ პირებთან გაფორმებული ჯართის შესყიდვის აქტები სრულად. ასევე, მოგების დეკლარაციაში საზოგადეობა არ ასახავდა ჯართის ექსპორტის შედეგად მიღებულ შემოსავალს. იქიდან გამომდინარე, რომ ფიზიკურ პირებთან არ იყო შესაბამისი ჯართის შესყიდვის აქტები, ინიღბებოდა შესყიდვის რეალური ღირებულება და შემდგომ მოგების დეკლარაციაში ხელოვნურად იზრდებოდა გამოსაქვითი ხარჯები. შემოწმების დროს განხორციელდა უმცირესი შესყიდვის ფასი 150 ლარი, რითაც გაიზარდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. ასევე, კომისიამ დეკლარირებულ და შემოწმების მიერ დადგენილ საბოლოო სასაქონლო მატერიალური მარაგების ნაშთი ჩათვალა მიწოდებად და დაიბეგრა მოგების და დამატებითი ღირებულების (დღგ) გადასახადით. საზოგადოების დირექტორს ირ---–--------------ს საქვენაგარიშოდ საზოგადოების სალაროდან გატანილი ჰქონდა თანხები, რომლებიც არ იქნა მოხმარებული საწარმოს მიზენებისათვის და არც დადგენილ გონივრულ ვადაში იქნა დაბრუნებული საზოგადოებაში. ამ თანხების გაცემა დასტურდება საწარმოს საბუღალტრო ჩანაწერებით. აღნიშნული თანხები შემოწმებამ განიხილა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და სესხის პროცენტი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ეს ოპერაცია შემოწმებამ დაბეგრა საშემოსავლო და სოციალური გადასახადებით. შპს „------ დირექტორი ირ---–--------------ი პროფესიით ეკონომისტია და კარგად ერკვევა ფინანსურ საკითხებში. აქედან გამომდინარე, მისთვის როგორც დირექტორითვის კარგად იყო ცნობილი შპს „------ ფინანსური მდგომარეობა. იგი პირადად აკონტროლებდა მის საქმიანობას და მისთვის ცნობილი იყო აღნიშნული დარღვევების შესახებ. აღნიშნულ შემოწმებაზე შედგენილი იქნა 2012 წლის 12 სექტემბრის შემოწმების აქტი, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა სულ 2 140 571 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახდელი 1 458 290 ლარი და ჯარიმა 682 281 ლარი. ხსენებული აქტის საფუძველზე გამოცემული 2012 წლის 12 ოქტომბრის №094 – 151 საგადასახადო მოთხოვნას 2012 წლის 22 ნოემბერს ელექტრონულად გაეცნო თვითონ და ირ---–--------------ი. კანონმდებლობის შესაბამისად, მისი ელექტრონულად გაცნობა ითვლება საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებად. 2012 წლის 22 ნოემბრიდან (საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან) დღემდე აქტით დარიცხული თანხები შპს „------ დირექტორის ირ---–--------------ის მიერ არ არის გასაჩივრებული, არც გადახდილი და არც მისი კორექტირება მომხდარა. პირად ბარათზე ორგანიზაციას ეს თანხები დღესაც უფიქსირდება გადასახდელად.

 

საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისა და საზოგადოების დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე გი-------------------მა, რომლის ჩვენების თანახმად, შპს „------ დამფუძნებელი და დირექტორი იყო მისი ძმა - ირ---–--------------ი, ხოლო ბუღალტერი იყო დო-------------ე. დო-------------ე ავსებდა დეკლარაციებს, რომელიც საგადასახადო ორგანოში მიჰქონდა თავად, რადგან აღნიშნული უფლებამოსილება მას გააჩნდა. შემოწმების პროცესში მისი ძმა არ იმყოფებოდა საქართველოში, რის გამოც შპს-ს საქმიანობას კურირებდა თვითონ. თავად აწვდიდა დ------- ძირითადი ხარჯის დოკუმენტებს, რადგან მენეჯერებთან სწორედ მას ჰქონდა ურთიერთობა. გი-------------------ის განმარტებით, ირ---–--------------ს საგადასახადო ორგანოში გადაეცა

პაროლი. შესაბამისად, მას ჰქონდა პაროლთან კანონიერი წვდომა. მისივე განმარტებით, საგადასახადო სამსახურიდან მისულ მეილთან დაკავშირებით გააფრთხილა თანამშრომლები, რომ არ გაესხნათ შეტყობინება, გამომდინარე იქედან, რომ უნდოდათ გასაჩივრება, თუმცა პიროვნებამ, რომლის ვინაობაც ვერ დაასახელა, მისგან დამოუკიდებელად გახსნა და წაიკითხა შეყობინება. შემოწმების აქტის გასაჩივრება კი ვერ მოხერხდა ირ---–--------------ის საქართველოში არ ყოფნის გამო.

 

დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი იქნა სასაქონლო ექსპერტიზის 2014 წლის #--------- დასკვნა, რომლის თანახმად ირკვევა, რომ დასკვნა დაეყრდნო მშენებლობის შემფასებელთა კავშირის მონაცემებს, ასევე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გაშვებულ დასკვნებს, ბაზარზე მოპოვებულ ინფორმაციას და ის წარმოადგენ შავი ლითონის საორიენტაციო საბაზრო ფასს, რომელიც შეეხება რამდენიმე წლის წინანდელ მონაცემებს. დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა გი----------------ემ და განმარტა, რომ ფასები მოიძია თბილისის მასშტაბით, მაშინ როცა დაცვის მხარე თავად ადასტურებს, რომ ჯართის შეძენა ხდებოდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სხვადასხვა ფასად. შესაბამისად პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოსაზრებას, რომ აღნიშნული დასკვნა არ არის სრული, არის ზოგადი ხასიათის და შესაბამისად სასამართლო, მას ირ---–--------------ის გამამართლებელ მტკიცებულებად ვერ გაიზიარებს.

 

დაცვის მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ არ არის დადგენილი ვინ გახსნა საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა ითვალისწინებს, რომ როგორც სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, ირ---–--------------ს საგადასახადო ორგანოში გადაეცა პაროლი. შესაბამისად, მას ჰქონდა პაროლთან კანონიერი წვდომა და ბუნებრივია საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდშიც შეეძლო აღნიშნული ინფორმაციის ნახვა. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ შპს „------ დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი არის ირ---–--------------ი, ხოლო, 2012 წლის 12 ოქტომბრის №------- საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარება დასტურდება rs.ge-ზე 2012 წლის 22 ნოემბერს საზოგადოების უფლებამოსილი პირებისთვის მისი ჩაბარების/გაცნობის ამსახველი დოკუმენტებით. შესყიდვის აქტების წარუდგენლობა, სხვაობები დეკლარირებულ და შემოწმებით განსაზღვრულ მონაცემებს შორის შემოსავლის, ხარჯის, სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთის ნაწილში და საგადასახადო შემოწმების დროს აღმოჩენილი სხვა დარღვევები, სწორედ რომ მიუთითებენ ირ---–--------------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის განზრახვაზე.

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

ამდენად, სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ირ---–--------------მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება.

 

ამასთან, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის ჩამდენი პირი შეიძლება განთავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ დადგინდება რომ ქმედებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება მიზანშეუწონელია ვითარების შეცვლის გამო. ხოლო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს თუ ვითარება შეიცვალა. ვითარების შეცვლა კი დანაშაულის ჩამდენი პირის ნებისაგან დამოუკიდებლად მომხდარი ობიექტური ცვლილება უნდა იყოს, რომელიც არა მარტო ერთ ქმედებაზე არამედ სხვა მსგავს ქმედებებზეც ვრცელდება.

მოცემულ შემთხვევაში ირ---–--------------ს მსჯავრი დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 1 458 290 ლარის გადასახადისათვის თავის არიდებაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. შპს „------ საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმების 2012 წლის 19 სექტემბრის აქტით, შპს „------ 2006-2011 წლების საანგარიშო პერიოდზე დამატებით დაერიცხა სულ 2 140 571 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 1 458 290 ლარი, ხოლო ჯარიმა - 682 281 ლარი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და „??????????? ???????????? ???????? ????????? ??????? ???????“ ??????????? 2018 ???? 21 ??????? №3263-?? ??????? ამოქმედებამდე გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, თუ პირს 2013 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის (თანხის ჩამოწერამდე) საგადასახადო ორგანოსთვის არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 176 1მუხლის პირველი ნაწილის ან 309-ე მუხლის 58-ე და 59-ე ნაწილების მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა ან/და დარიცხვისა) ან საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 176 1 მუხლის პირველი ნაწილის ან 309-ე მუხლის 58-ე და 59-ე ნაწილების მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა ან/და დარიცხვისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა დარიცხულ თანხას აღემატება).

 

2018 წლის 21 ივლისის №3263-რს კანონით შეტანილი ცვლილებების მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ 681 მუხლის ( საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე და 45-ე ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ) მე-11 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა შესაძლებელია განხორციელდეს საგადასახადო ორგანოს ინიციატივით (გადასახადის გადამხდელის მომართვის გარეშე).

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 26 სექტემბრის №------------ წერილით ირკვევა, რომ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით საგადასახადო ორგანოს ინიციატივით განხორციელდა შპს „------ს (ს------------) პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ჩამოწერილია 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების თანახმად დგინდება, რომ სახელმწიფომ გამოხატა კეთილი ნება გადასახადის გადამხდელის მიმართ გარკვეულ პერიოდამდე არსებულ გადასახადზე და აპატია არსებული საგადასახადო დავალიანება. აღნიშნული განხორციელდა მსჯავრდებული პირის - ირ---–--------------ის ნებისაგან დამოუკიდებლად, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, ირ---–--------------ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ვითარების შეცვლის გამო.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით, 192-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ირ---–--------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ლა–------–--–--ის და გი-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

ირ---–--------------ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში, ვითარების შეცვლის გამო.

ირ---–--------------ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

ირ---–--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ლომთათიძე