თითოეული მაღალი ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია ეძებოს პირები, რომელთაც ასეთი უხეში დარღვევების ჩადენა ან მათი ჩადენის ბრძანების გაცემა ედებათ ბრალად და მათი მოქალაქეობის მიუხედავად, გადასცეს ისინი საკუთარ სასამართლოს. ამასთანავე, მას შეუძლია, საკუთარი სურვილით და თავისი კანონმდებლობის თანახმად, ამგვარი პირები სასამართლოს წინაშე წარსადგენად გადასცეს სხვა დაინტერესებულ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს, იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელშემკვრელი მხარე ფლობს ასეთი პირების ბრალდებისათვის საკმარის მტკიცებულებებს.
თითოეულმა მაღალმა ხელშემკვრელმა მხარემ აუცილებელი ზომები უნდა მიიღოს წინამდებარე კონვენციის დებულებების შეუსაბამო ყველა იმ ქმედების აღსაკვეთად, რომელიც არ წარმოადგენს მომდევნო მუხლში განსაზღვრულ უხეშ დარღვევას.
ყველა გარემოებაში ბრალდებული პირები უნდა სარგებლობდნენ სათანადო სასამართლო გარანტიებით და დაცვის უფლებით, რომელიც წინამდებარე კონვენციის 105-ე და მომდევნო მუხლებით გათვალისწინებულ გარანტიებზე ნაკლებად ხელსაყრელი არ უნდა იყო