მუხლი 130🔗
წინა მუხლში აღნიშნულ უხეშ დარღვევათა რიცხვს მიეკუთვნება დარღვევები, რომლებიც დაკავშირებულია ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე ქმედებასთან, იმ შემთხვევაში, თუ ისინი მიმართულია კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფი პირების ან ქონების წინააღმდეგ: წინასწარ განზრახვით მკვლელობა, წამება ან არაადამიანური მოპყრობა, ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩათვლით, წინასწარი განზრახვით მძიმე ტანჯვის ან სერიოზული ზიანის მიყენება სხეულისთვის ან ჯანმრთელობისათვის, სამხედრო ტყვის იძულება იმსახუროს მოწინააღმდეგე ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ან წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული მიუკერძოებელი და რეგულარული სასამართლო საქმის წარმოების უფლების ჩამორთმევ