მუხლი 147🔗

წინა მუხლში აღნიშნულ მძიმე დარღვევათა რიცხვს მიეკუთვნება დარღვევები, რომელიც დაკავშირებულია ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე ქმედებასთან, იმ შემთხვევაში, თუ ისინი მიმართულია კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფი პირების ან ქონების წინააღმდეგ: განზრახ მკვლელობა, წამება ან არაადამიანური მოპყრობა, ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩათვლით, განზრახ მძიმე ტანჯვის ან სერიოზული ზიანის მიყენება სხეულისა ან ჯანმრთელობისათვის, დაცვის ქვეშ მყოფი პირის უკანონო დეპორტაცია, გადაყვანა ან დაპატიმრება, დაცვის ქვეშ მყოფი პირისათვის მოწინააღმდეგე შეიარაღებულ ძალებში მსახურების იძულება, დაცვის ქვეშ მყოფი პირისათვის წინამდებარე კონვენციით დადგენილი სამართლიანი და ჩვეულებრივი წესით გასამართლების უფლების განზრახ ჩამორთმევა, მძევლების აყვანა და ქონების ფართომასშტაბიანი განადგურება ან მითვისება, რაც არ არის გამართლებული სამხედრო აუცილებლობით და ხორციელდება უკანონოდ და თვითნებურა