სახელმწიფოს, რომლის ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, შეუძლია შეზღუდოს საზოგადოებებისა და ორგანიზაციების რაოდენობა, რომელთა დელეგატებს საშუალება ექნებათ თავიანთი საქმიანობა მის ტერიტორიაზე და მისი ზედამხედველობის ქვეშ განახორციელონ, იმ პირობით, რომ ასეთი შეზღუდვა არ უნდა აფერხებდეს ყველა დაცვის ქვეშ მყოფი პირისთვის ეფექტიანი და საკმარისი დახმარების აღმოჩენას.
ამ სფეროში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის განსაკუთრებული მდგომარეობა აღიარებული უნდა იყოს და ყოველთვის პატივს სცემდნე