ეროვნული ცნობათა ბიუროს მიერ მიღებული და გადაცემული ინფორმაცია უნდა იყოს ისეთი ტიპის, რომ შესაძლებელი გახდეს დაცვის ქვეშ მყოფი პირის ზუსტი იდენტიფიკაცია და მისი ოჯახისათვის ინფორმაციის სწრაფად მიწოდება. ინფორმაცია, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს პირის გვარს, სახელს, დაბადების ადგილსა და თარიღს, მოქალაქეობას, უკანასკნელ საცხოვრებელ ადგილს, განსაკუთრებულ ნიშნებს, მამის სახელს და დედის ქალიშვილობის გვარს, ამ პირის მიმართ გატარებული ღონისძიებების ხასიათს და მათი განხორციელების თარიღსა და ადგილს, მისამართს, რომელზეც შესაძლებელია მისთვის კორესპონდენციის გაგზავნა, აგრეთვე იმ პირის სახელსა და მისამართს, რომელსაც უნდა ეცნობოს აღნიშნული ინფორმაცია.
ანალოგიურად, მძიმე ავადმყოფი ან მძიმედ დაჭრილი ინტერნირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია რეგულარულად უნდა გადაიცემოდეს, შესაძლებლობის შემთხვევაში, ყოველკვირეულად.