ასეთი ვიზიტების აკრძალვა შეიძლება მხოლოდ უკიდურესი საომარი აუცილებლობიდან გამომდინარე და მაშინაც მხოლოდ გამონაკლისი და დროებითი სახით. მონახულებათა ხანგრძლივობა და სიხშირე არ უნდა შეიზღუდოს.
მფარველი სახელმწიფოების წარმომადგენლებსა და დელეგატებს უნდა ჰქონდეთ სრული თავისუფლება თავად აირჩიონ მოსანახულებელი ადგილები. სახელმწიფო, რომლის ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, ან ოკუპანტი სახელმწიფო, მფარველი სახელმწიფო და შესაბამის შემთხვევაში მოსანახულებელი პირების წარმოშობის სახელმწიფო, შეიძლება ინტერნირებულთა თანამოქალაქეების დაშვების თაობაზე შეთანხმდნენ.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგატები ასევე ისარგებლებენ ზემოაღნიშნული უფლებამოსილებებით. მათ დანიშვნას უნდა დაეთანხმოს ის სახელმწიფო, რომელიც აკონტროლებს ტერიტორიას, სადაც ისინი თავის უფლებამოსილებებს განახორციელებე