მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენლებსა და დელეგატებს მოსანახულებელი ადგილების არჩევაში სრული თავისუფლება ენიჭებათ. ამ ვიზიტების ხანგრძლივობა და რაოდენობა არ უნდა შეიზღუდოს. მათი აკრძალვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ უკიდურესი სამხედრო აუცილებლობის გამო, ისიც მხოლოდ დროებითი და გამონაკლისი ღონისძიების სახით.

ტყვედ ამყვან სახელმწიფოს და იმ სახელმწიფოს, რომელსაც აღნიშნული სამხედრო ტყვეები ეკუთვნიან, შესაბამის შემთხვევებში შეუძლიათ შეთანხმდნენ ამ ტყვეთა მონახულებებში მონაწილეობის მისაღებად თანამემამულეების დაშვების თაობაზე. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგატები ამავე უფლებებით სარგებლობენ. ამ დელეგატთა დანიშვნა იმ ქვეყნის თანხმობაზეა დამოკიდებული, რომლის ხელისუფლებაში მყოფი სამხედრო ტყვეების მონახულებაც სურ