ამ მიზნით ხელისუფლება აღნიშნულ ორგანიზაციებს უზრუნველყოფს ყველა საჭირო პირობებით იმ ფარგლებში, რომელსაც განსაზღვრავს სამხედრო ან უსაფრთხოების მოსაზრებები.

მფარველი სახელმწიფოებისა და 143-ე მუხლით გათვალისწინებული წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგატების ვიზიტების გარდა, ოკუპანტი სახელმწიფოები ან სახელმწიფოები, რომლის ხელშიც იმყოფებიან დაცვის ქვეშ მყოფი პირები, შეძლებისდაგვარად ხელს შეუწყობენ ამ პირთა მონახულებას, რომელთა მიზანია მათთვის სულიერი და მატერიალური დახმარების აღმოჩენ