ქალები განსაკუთრებით უნდა იყვნენ დაცულნი მათი ღირსების შელახვისაგან, კერძოდ, გაუპატიურების, იძულებითი პროსტიტუციის ან მათი ღირსების ნებისმიერი სხვა ხელყოფისაგან.

ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, ასაკთან და სქესთან დაკავშირებული დებულებების გათვალისწინებით, კონფლიქტის მონაწილე მხარე, რომლის ხელშიც იმყოფებიან დაცვის ქვეშ მყოფი პირები, ვალდებულია ყველა მათგანს მოეპყროს თანაბრად, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განსაკუთრებით რასის, რელიგიის ან პოლიტიკური შეხედულებების საფუძველზე.

თუმცა, ამ პირთა მიმართ კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შეუძლიათ გამოიყენონ კონტროლისა და უსაფრთხოების ისეთი ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელი შეიძლება გახდეს საომარი მოქმედებების გამ