ხელშემკვრელი ვალდებულია თავისუფლად გაატაროს წინა აბზაცში მითითებული გზავნილები, თუ იგი დარწმუნდება, რომ არ არსებობს სერიოზული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ:

a. გზავნილები შესაძლოა დანიშნულების ადგილამდე არ მივიდეს;

b. კონტროლი შეიძლება იყოს არაეფექტური;

c. გზავნილების გატარებამ შესაძლოა გარკვეულწილად ხელი შეუწყოს მოწინააღმდეგე მხარის სამხედრო ძალის ან ეკონომიკის გაძლიერებას, თუ გზავნილის შემადგენელი საგნები ცვლის იმ საქონელს, რომელიც სხვა შემთხვევაში ამ სახელმწიფოს უნდა ეწარმოებინა, ან თუ იგი ამ საქონლის წარმოებისათვის საჭირო ნედლეულს, საგნებსა და სამუშაო ძალას გამოათავისუფლებს.

პირველ აბზაცში მითითებული გზავნილების გატარებაზე თანხმობის მიმცემ სახელმწიფოს შეუძლია ასეთი თანხმობის გაცემის პირობად დააყენოს, რომ გზავნილების განაწილება მოსარგებლეებს შორის ადგილზე განხორციელდეს მფარველი სახელმწიფოების მიერ კონტროლის ქვეშ.

ასეთი გზავნილების გადაგზავნა რაც შეიძლება სწრაფად უნდა განხორციელდეს და მათი თავისუფლად გატარებისათვის თანხმობის მიმცემ სახელმწიფოს უფლება აქვს დააწესოს გადაგზავნისათვის საჭირო ტექნიკური პირობებ