აკრძალულია თავდასხმა საჰაერო ხომალდებზე, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ დაჭრილი და ავადმყოფი სამოქალაქო პირების, უძლურებისა და მშობიარე ქალების, აგრეთვე სამედიცინო პერსონალის გადასაყვანად და სანიტარიული აღჭურვილობის გადასაზიდად. ასეთი საჰაერო ხომალდები პატივისცემით უნდა სარგებლობდნენ იმ პირობით, რომ იფრენენ კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის შეთანხმებული სპეციალურად განსაზღვრული სიმაღლის, დროისა და მარშრუტების შესაბამისად.
ისინი შეიძლება აღინიშნოს მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის 38-ე მუხლით გათვალისწინებული განმასხვავებელი ემბლემით.
თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, მოწინააღმდეგის ან მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაფრენა აკრძალულია.
ამგვარი საჰაერო ხომალდები უნდა დაემორჩილონ დაშვების ნებისმიერ მოთხოვნას. ამგვარი მოთხოვნით დაშვების შემთხვევაში, შესაძლო შემოწმების შემდეგ, საჰაერო ხომალდი თავის მგზავრებთან ერთად გააგრძელებს ფრენას.