არ შეიძლება თავდასხმა სამედიცინო საჰაერო ხომალდებზე, ესე იგი აპარატებზე, რომლებიც მხოლოდ დაჭრილთა და ავადმყოფთა ევაკუაციის, სამედიცინო პერსონალისა და აღჭურვილობის ტრანსპორტირებისათვის გამოიყენება, ისინი მეომარი მხარეების პატივისცემით უნდა სარგებლობდნენ იმ პირობით, რომ ისინი ფრენას აწარმოებენ კონფლიქტის მონაწილე დაინტერესებულ მხარეთა შორის შეთანმხებით სპეციალურად გათვალისწინებულ სიმაღლეზე, დროსა და მარშრუტებზე.
მათ უნდა ჰქონდეთ 38-ე მუხლში მითითებული მკაფიოდ განსაზღვრული განმასხვავებელი ნიშანი, ეროვნული დროშის ფერებთან ერთად, ქვემოთა, ზემოთა და გვერდით სიბრტყეებზე, ამასთანავე, უნდა ჰქონდეთ საომარი მომქედებების დასაწყისში ან მათი მიმდინარეობისას მეომარ მხარეთა შეთანხმებით დადგენილი ნებისმიერი სახის სხვა ნიშანი ან ამოსაცნობი საშუალებები.
თუკი არ არსებობს შეთანხმება საწინააღმდეგოს თაობაზე, მოწინააღმდეგის ან მის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე ფრენა აკრძალულია.
სამედიცინო საჰაერო ხომალდები უნდა დაემორჩილონ დაშვების ნებისმიერ მოთხოვნას. მოთხოვნის საფუძველზე დაშვების შემთხვევაში შესაძლო შემოწმების შემდეგ, საჰაერო ხომალდი თავისი მგზავრებითურთ ფრენის გაგრძელებას შეძლებს.
მოწინააღმდეგის ან მის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე იძულებითი დაშვების შემთხვევაში, ეკიპაჟი, ასევე დაჭრილები და ავადმყოფები სამხედრო ტყვეები ხდებიან. სამედიცინო პერსონალს 24-ე და მომდევნო მუხლების შესაბამისად უნდა მოეპყრო