ტრანსპორტი, რომელშიც არიან დაჭრილები და ავადმყოფები ან მოთავსებულია სამედიცინო აღჭურვილობა, ისეთივე მფარველობითა და დაცვით უნდა სარგებლობდეს, როგორითაც მოძრავი სამედიცინო ფორმირებები.

ასეთი ტრანსპორტი და გადასაყვანი საშუალებები, მოწინააღმდეგის ხელში ჩავარდნის შემთხვევაში, ომის კანონების მოქმედებას დაექვემდებარება იმ პირობით, რომ მათი ხელში ჩამგდები კონფლიქტის მონაწილე მხარე ყველა გარემოებაში იზრუნებს იქ მყოფი დაჭრილებისა და ავადმყოფებისათვის.

სამოქალაქო პერსონალი და რეკვიზიციის წესით მოპოვებული ყველა სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება საერთაშორისო სამართლის ჩვეულებით ნორმებ