30-ე მუხლის თანახმად, დასაბრუნებელი პერსონალის შერჩევა არ უნდა ემყარებოდეს რასობრივ, რელიგიურ ან პოლიტიკურ მოსაზრებებს, იგი უპირატესად მათი დაკავების ვადის ხანგრძლივობისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან უნდა გამომდინარეობდეს.
სამხედრო მოქმედებების დაწყებისთანავე კონფლიქტის მონაწილე მხარეებს სპეციალური შეთანხმებებით შეუძლიათ დაადგინონ დასაკავებელი პერსონალის პროცენტული რაოდენობა, რომელიც შეფარდებითი იქნება ტყვეთა რაოდენობისა და ბანაკებში მათი განაწილების