თავისი მთავრობის მიერ სათანადოდ აღიარებული და უფლებამოსილი წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოებებისა და დახმარების სხვა ნებაყოფლობითი საზოგადოებების პირადი შემადგენლობა, რომელიც გამოიყენება 24-ე მუხლში მითითებული პირადი შემადგენლობის ფუნქციების ანალოგიური ფუნქციების განხორციელებისათვის, უთანაბრდება ზემოაღნიშნულ მუხლში მითითებულ პირად შემადგენლობას, სამხედრო კანონებისა და განკარგულებებისადმი დამორჩილების პირობით. თითოეული მაღალი ხელშემკვრელი მხარე მშვიდობიან დროს ან საომარი მოქმედებების დაწყებისას ან მიმდინარეობისას, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ზემოაღნიშნულ საზოგადოებათა ფაქტობრივად გამოყენების დაწყებამდე, მეორე მხარეს აცნობებს იმ საზოგადოებების დასახელებას, რომელთაც ის, საკუთარი პასუხისმგებლობით, მიანიჭებს თავისი შეიარაღებული ძალების მიერ რეგულარული სამედიცინო სამსახურისათვის დახმარების გაწევის უფლებამოსილება