მშვიდობიან პერიოდში მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს, და საომარი მოქმედებების დაწყების შემდგომ – კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შეუძლიათ თავის ტერიტორიაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ოკუპირებულ ტერიტორიაზეც შექმნან სამედიცინო ზონები და ადგილები, რომლებიც იმგვარად უნდა იქნენ მოწყობილნი; რომ საომარი მოქმედებებისგან დაიცვან დაჭრილები და ავადმყოფები, ასევე პერსონალი, რომელსაც ამ ზონებისა და ადგილების მოწყობა და მართვა, აგრეთვე მათში თავმოყრილ პირთა მოვლა აკისრიათ.

საომარი მოქმედებების დაწყებისა და მიმდინარეობისას დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ დადონ შეთანხმებები მათ მიერ შექმნილი სამედიცინო ზონებისა და ადგილების ურთიერთცნობის შესახებ. ამ მიზნით, მათ შეუძლიათ ისარგებლონ ამ კონვენციაზე თანდართული შეთანხმების პროექტში მითითებული დებულებებით, იმ ცვლილებებით, რომელთა შეტანასაც აუცილებლად ჩათვლიან.

მფარველი სახელმწიფოები და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მოწვეული იქნებიან კეთილი სამსახურის გასაწევად ასეთი სამედიცინო ზონებისა და ადგილების შექმნისა და ცნობის გასაადვილებლად.

თავი IV. პირადი შემადგენლო