სამხედრო ხელისუფლებას შეუძლია მოუწოდოს ადგილობრივ მოსახლეობას კაცთმოყვარეობისაკენ და სთხოვოს მისი კონტროლით, ნებაყოფლობით გამოიყვანონ და მოუარონ დაჭრილებსა და ავადმყოფებს. იმ პირებს, რომლებიც ამ მოწოდებას გამოეხმაურებიან, მიეცემათ სათანადო დაცვა და შეღავათები. მოწინააღმდეგე მხარემ, ამ რაიონზე თავისი კონტროლის აღდგენის ან დამყარების შემთხვევაში, ამ პირებს ასეთივე დაცვა და შეღავათები უნდა მიანიჭოს.

სამხედრო ხელისუფლებამ მოსახლეობასა და საქველმოქმედო საზოგადოებებს უნდა მისცეს დაჭრილებისა და ავადმყოფების, ეროვნული კუთვნილებისდა მიუხედავად, თავის სურვილისამებრ შეგროვებისა და მოვლის ნებართვა, მოწინააღმდეგის შემოჭრის ან ოკუპაციის რაიონებშიც კი. სამოქალაქო მოსახლეობა პატივისცემით უნდა ეპყრობოდეს ამ დაჭრილებსა და ავადმყოფებს, კერძოდ, თავი შეიკავოს მათ მიმართ ძალადობის განხორციელებისაგან.

დაუშვებელია ვინმეს დევნა ან გასამართლება იმის გამო, რომ იგი უვლიდა დაჭრილებსა და ავადმყოფებს. იმ პირებს, რომლებიც ამ მოწოდებას გამოეხმაურებიან, მიეცემათ სათანადო დაცვა და შეღავათები. მოწინააღმდეგე მხარემ, ამ რაიონზე თავისი კონტროლის აღდგენის ან დამყარების შემთხვევაში, ამ პირებს ასეთივე დაცვა და შეღავათები უნდა მიანიჭოს.

სამხედრო ხელისუფძლებამ მოსახლეობასა და საქველმოქმედო საზოგადოებებს უნდა მისცეს დაჭრილებისა და ავადმყოფების, ეროვნული კუთვნილებისდა მიუხედავად, თავის სურვილისამებრ შეგროვებისა და მოვლის ნებართვა, მოწინააღმდეგის შემოჭრის ან ოკუპაციის რაიონებშიც კი. სამოქალაქო მოსახლეობა პატივისცემით უნდა ეპყრობოდეს ამ დაჭრილებსა და ავადმყოფებს, კერძოდ, თავის შეიკავოს მათ მიმართ ძალადობის განხორციელებისაგან.

დაუშვებელია ვინმეს დევნა ან გასამართლება იმის გამო, რომ იგი უვლიდა დაჭრილებსა და ავადმყოფებს.

ამ მუხლის დებულებები მაოკუპირებელ სახელმწიფოს არ ათავისუფლებს დაჭრილებისა და ავადმყოფებისათვის მორალური და ფიზიკური ზრუნვის ვალდებულებისგან.

თავი III. სამედიცინო ფორმირებები და დაწესებულებე