ეს კონვენცია გამოიყენება იმ დაჭრილებისა და ავადმყოფების მიმართ, რომლებიც შემდეგ კატეგორიებს მიეკუთვნებიან:
1. კონფლიქტის მონაწილე მხარის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, ასევე ამ შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შემავალი სახალხო ლაშქრისა და მოხალისეთა რაზმების პირადი შემადგენლობა.
2. სხვა ლაშქრებისა და მოხალისეთა რაზმების პირადი შემადგენლობა; ორგანიზებული წინააღმდეგობის მოძრაობების პირადი შემადგენლობის ჩათვლით, რომლებიც კონფლიქტის მონაწილე მხარეს ეკუთვნიან და საკუთარ ტერიტორიაზე ან მის გარეთ მოქმედებენ, იმ შემთხვევაშიც, როცა ეს ტერიტორია ოკუპირებულია, იმ პირობით, რომ აღნიშნული ლაშქრები და რაზმები, ორგანიზებული წინააღმდეგობის მოძრაობების ჩათვლით, აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:
a) მათ მეთაურობს პირი, რომელიც პასუხს აგებს ხელქვეითებზე;
b) აქვთ განსაზღვრული, შორიდან გასარჩევი განმასხვავებული ნიშანი;
c) ღიად ატარებენ იარაღს;
d) თავიანთი ოპერაციების განხორციელებისას მოქმედებენ ომის კანონების და ჩვეულებების შესაბამისად.
3. რეგულარული შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, რომელიც იმ მთავრობის ან ხელისუფლების დაქვემდებარებულად თვლის თავს, რომელსაც არ ცნობს მისი დამატყვევებელი სახელმწიფო.
4. შეიარაღებული ძალების თანმხლები, მაგრამ უშუალოდ მის შემადგენლობაში არმყოფი პირები; როგორებიც არიან სამხედრო თვითმფრინავების ეკიპაჟის სამოქალაქო წევრები, სამხედრო კორესპონდენტები, მომმარაგებლები, შეიარაღებული ძალების საყოფაცხოვრებო მომსახურებისათვის პასუხისმგებელი სამუშაო ჯგუფებისა და სამსახურების წევრები, იმ პირობით, რომ მათ ამისათვის მიღებული აქვთ იმ შეიარაღებული ძალების ნებართვა, რომელსაც ისინი ახლავან.
5. კონფლიქტის მონაწილე მხარეთა სავაჭრო ფლოტის გემების ეკიპაჟის წევრები, კაპიტნების, ლოცმანებისა და იუნგების ჩათვლით, აგრეთვე სამოქალაქო ავიაციის ეკიპაჟი, რომლებიც, საერთაშორისო სამართლის რაიმე სხვა დებულებათა ძალით, უფრო შეღავათიანი რეჟიმით არ სარგებლობენ.
6. არაოკუპირებელი ტერიტორიის მოსახლეობა, რომელიც მოწინააღმდეგის მოახლოებისას სტიქიურად იღებს ხელში იარაღს ბრძოლის წარმოების მიზნით, მაგრამ ვერ ასწრებს რეგულარულ შენაერთებად ფორმირებას, იმ პირობით, რომ ღიად ატარებს იარაღს და იცავს ომის კანონებსა და ჩვეულებებ