ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით ბრძოლის შემდეგ, კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა დაყოვნების გარეშე უნდა მიიღონ ყველა შესაძლებელი ზომა დაჭრილთა და ავადმყოფთა მოსაძებნად და გამოსაყვანად, რათა დაიცვან ისინი გაძარცვისა და უდიერად მოპყრობისაგან, უზრუნველყონ მათი სათანადო მოვლა, ასევე მოძებნონ გარდაცვლილები მათი გაძარცვის თავიდან ასაცილებლად.

ყოველთვის, როცა ამის შესაძლებლობა იქნება, უნდა დაიდოს შეთანხმებები ზავის ან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ან ადგილობრივი შეთანხმებები, რათა შესაძლებელი გახდეს ბრძოლის ველზე დარჩენილი დაჭრილების გამოყვანა, გაცვლა და ტრანსპორტირება.

კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის შეიძლება ასევე დაიდოს ადგილობრივი შეთანხმებები ალყაშემორტყმული ან გარშემორტყმული ზონიდან დაჭრილთა და ავადმყოფთა გაყვანის ან გაცვლის შესახებ, აგრეთვე ამ ზონაში მიმავალი სამედიცინო და სასულიერო პერსონალისა და აღჭურვილობის შეშვების თაობაზ