კარი II — ზოგადი ხასიათის დებულებები ომის გარკვეული შედეგებისგან მოსახლეობის დაცვის შესახებ
დაჭრილები და ავადმყოფები, აგრეთვე უძლურები და ფეხმძიმე ქალები ისარგებლებენ განსაკუთრებული დაცვითა და პატივისცემით.
რამდენადაც ეს საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე იქნება შესაძლებელი, კონფლიქტის მონაწილე თითოეული მხარე ხელს შეუწყობს დაჭრილთა და გარდაცვლილთა მოძიებას, დახმარებას გაუწევს ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირებს და იმ პირებს, რომელთაც სერიოზული საფრთხე ემუქრებათ და დაიცავს მათ გაძარცვისა და უდიერად მოპყრობისგან.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენცია „ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ“, კონსოლიდირებული რედაქცია 12.08.1949.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 23/07/2026.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება