დაცვა, რომლითაც სარგებლობენ სამოქალაქო საავადმყოფოები, შეიძლება შეწყდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი, თავიანთი ჰუმანიტარული ვალდებულებების შესრულების ფარგლებს გარეთ გამოიყენება მოწინააღმდეგისათვის ზიანის მომტანი მოქმედებების განსახორციელებლად. თუმცა, დაცვა შეიძლება შეწყდეს მხოლოდ შესაბამისი გაფრთხილების შემდეგ, რომელიც, ყველა საჭირო შემთხვევაში, განსაზღვრავს გონივრულ ვადას და მხოლოდ მაშინ, თუ ამგვარმა გაფრთხილებამ შედეგი არ გამოიღო.

მოწინააღმდეგისათვის ზიანის მომტან მოქმედებად არ ჩაითვლება ამ საავადმყოფოებში დაჭრილი ან ავადმყოფი შეიარაღებული ძალების წევრების მკურნალობა ან იმ მცირე ზომის იარაღისა და საბრძოლო მასალების არსებობა, რომლებიც ჩამოერთვათ კომბატანტებს და ჯერ არ არის გადაცემული შესაბამისი სამსახურისთვის.