ოკუპირებულ ტერიტორიაზე და საომარი მოქმედებების ზონებში ზემოაღნიშნული პერსონალი ამოცნობადი უნდა იყოს პირადობის მოწმობის საშუალებით, რომელიც ადასტურებს მათ სტატუსს, შეიცავს მფლობელის ფოტოსურათს და დამოწმებულია პასუხისმგებელი ხელისუფლების რელიეფური ბეჭდით, აგრეთვე ბეჭედდარტყმული, ნესტგამძლე სამკლავურით, რომელსაც ისინი ატარებენ მარცხენა ხელზე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას. აღნიშნული სამკლავური გაიცემა სახელმწიფოს მიერ და მასზე გამოსახულია მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის 38-ე მუხლით გათვალისწინებული ემბლემა.

სხვა პერსონალი, რომელიც სამოქალაქო საავადმყოფოების საქმიანობითა და ადმინისტრირებით არის დაკავებული, სარგებლობს პატივისცემითა და დაცვით და უფლებამოსილია ატაროს სამკლავური ამ მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად, იმ დროის განმავლობაში, როდესაც ისინი ასრულებენ ასეთ მოვალეობებს. პირადობის მოწმობაში მითითებული უნდა იყოს მათი მოვალეობები.

ყველა სამოქალაქო საავადმყოფოს ადმინისტრაცია ვალდებულია შესაბამისი ეროვნული ან საოკუპაციო ხელისუფლებისათვის წარსადგენად მუდმივად მზად ჰქონდეს ამგვარი პერსონალის განახლებული სი