კონფლიქტის მონაწილე მხარე ნებისმიერ მონაწილე მხარეს შეუძლია უშუალოდ ან ნეიტრალური სახელმწიფოს ან ჰუმანიტარული ორგანიზაციის მეშვეობით მიმართოს მოწინააღმდეგე მხარეს წინადადებით, რათა საომარი მოქმედებების რაიონებში შეიქმნას ნეიტრალიზებული ზონები, საომარი მოქმედებების შედეგებისაგან შემდეგი პირების დასაცავად მათი ყოველგვარი განსხვავების გარეშე:

a. დაჭრილი და ავადმყოფი კომბატანტები ან არაკომბატანტები;

b. სამოქალაქო პირები, რომლებიც არ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში და ამ ზონებში ყოფნის დროს არ ასრულებენ სამხედრო ხასიათის სამუშაოს.

როგორც კი კონფლიქტის მონაწილე მხარეები შეთანხმდებიან შემოთავაზებული ნეიტრალიზებული ზონის გეოგრაფიულ მდებარეობაზე, მართვაზე, მომარაგებასა და ზედამხედველობაზე, კონფლიქტის მონაწილე მხარეთა წარმომადგენლები შეადგენენ და ხელს მოაწერენ წერილობით შეთანხმებას. აღნიშნული შეთანხმებით განისაზღვრება ზონის ნეიტრალიზაციის დასაწყისი და ხანგრძლივობა.