ნეიტრალური ქვეყნის აღიარებულ საზოგადოებას კონფლიქტის მონაწილე მხარისათვის თავისი სამედიცინო პერსონალით ან ფორმირებებით დახმარების გაწევა შეუძლია მხოლოდ თავისი მთავრობის წინასწარი თანხმობითა და საკუთრივ კონლიფქტის მონაწილე მხარის ნებართვით. აღნიშნული სამედიცინო პერსონალი და ფორმირებები კონფლიქტის მონაწილე მხარის კონტროლის ქვეშ ექცევიან.

ნეიტრალური სახელმწიფოს მთავრობა თავის თანხმობის შესახებ აცნობებს დახმარების მიმღები სახელმწიფოს მოწინააღმდეგე მხარეს; კონფლიქტის მონაწილე მხარე, რომელიც იღებს დახმარებას, ვალდებულია შეატყობინოს ეს მოწინააღმდეგეს მანამ, სანამ ამ დახმარებით სარგებლობას დაიწყებდეს.

აღნიშნული დახმარება არავითარ შემთხვევაში არ უნდა განიხილებოდეს როგორც კონფლიქტში ჩარევა.

პირველ პარაგრაფში აღნიშნული პერსონალი სათანადოდ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი მე-40 მუხლით გათვალისწინებული პირადობის მოწმობებით მანამ, სანამ დატოვებდეს ნეიტრალური ქვეყნის ტერიტორიას, რომელსაც ის ეკუთვნი