დაცვა, რომლითაც მუდმივი სამედიცინო დაწესებულებები და სამედიცინო სამსახურის მოძრავი სამედიცინო ფორმირებები სარგებლობენ, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს, როდესაც ისინი, მათი ჰუმანიტარული ვალდებულებების ფარგლებს გარეთ, გამოიყენება მოწინააღმდეგისათვის ზიანის მისაყენებლად. ამასთანავე, დაცვა მხოლოდ შესაბამისი გაფრთხილების შემდეგ შეიძლება შეწყდეს, რომელიც, ყველა შესაბამის შემთხვევაში, გონივრულ ვადას აწესებს და მას შემდეგ, რაც ამგვარი გაფრთხილება შედეგს არ გამოიღებ