კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა, რაც შეიძლება უმოკლეს ვადაში უნდა განახორციელონ ყველა მონაცემის რეგისტრაცია, რომელიც ხელს შეუწყობს მათ ხელში ჩავარდნილი მოწინააღმდეგე მხარის დაჭრილთა, ავადმყოფთა და გარდაცვლილთა ვინაობის დაგენას. ამ ცნობებში შეძლებისდაგვარად უნდა შედიოდეს შემდეგი მონაცემები:
a) სახელმწიფო, რომელსაც ეკუთვნის ეს პირი;
b) სამხედრო, პირადი ან სერიული ნომერი;
c) გვარი;
d) სახელი ან სახელები;
e) დაბადების თარიღი;
f) ყველა სხვა მონაცემი, რომელიც არის მის პირადობის მოწმობაში ან ამოსაცნობ მედალიონში;
g) დატყვევების ან გარდაცვალების ადგილი და თარიღი;
h) მონაცემები დაჭრის, ავადმყოფობის ან გარდაცვალების მიზეზების შესახებ.
ზემოაღნიშნული მონაცემები შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში უნდა გადაეცეს სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის 122-ე მუხლით გათვალისწინებულ ცნობათა ბიუროს. ბიურო მიღებულ მონაცემებს მფარველი სახელმწიფოს ან სამხედრო ტყვეების საქმეთა ცენტრალური სააგენტოს მეშვეობით გადასცემს სახელმწიფოს, რომელსაც ეს პირები ეკუთვნიან.
კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა უნდა მოამზადონ და ამავე ბიუროს მეშვეობით ერთმანეთს გადაუგზავნონ გარდაცვალების მოწმობები ან სათანადოდ დამოწმებული გარდაცვლილთა სიები. ისინი აგროვებენ და იმავე ბიუროს მეშვეობით ერთმანეთს გადასცემენ ორმაგი ამოსაცნობი მედალიონების ნახევარს, ანდერძებს და სხვა დოკუმენტებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს გარდაცვლილთა ახლო ნათესავებისათვის, ასევე ფულს და ყველანაირი სუბიექტური ან ობიექტური ფასეულობის მქონე ნივთს, რომლებიც უპოვეს გარდაცვლილს. ეს და სხვა ამოუცნობი ნივთები გადაიგზავნება დალუქულ შეკვრებში, რომელთაც თან ერთვის გარდაცვლილთა ვინაობის დასადგენად აუცილებელი მონაცემებისა და ამანათის შემადგენლობის სრული ნუსხ