შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა და მომდევნო მუხლში მითითებული სხვა პირები, დაჭრის ან ავადმყოფობის შემთხვევაში, ყველა გარემოებაში უნდა სარგებლობდნენ მფარველობითა და დაცვით.

კონფლიქტის მონაწილე მხარე, რომლის ხელისუფლებაშიც იმყოფებიან ეს პირები, მათ უზრუნველყოფს ჰუმანური მოპყრობითა და მოვლით სქესის, რასის, ეროვნების, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად ან სხვა მსგავს კრიტერიუმებზე დაფუძნებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. მკაცრად იკრძალება მათი სიცოცხლისა და პიროვნების ხელყოფა, კერძოდ, მათი მოკვლა ან დახოცვა, წამება, ან მათზე ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარება, წინასწარი განზრახვით სამედიცინო მომსახურებისა და მოვლის გარეშე მიტოვება, ასევე განზრახვით პირობების შექმნა მათი დასნებოვანებისათვის.

სამედიცინო დახმარების აღმოჩენის თანმიმდევრობაში უპირატესობის მინიჭება მხოლოდ გადაუდებელი ხასიათის სამედიცინო მიზეზებით შეიძლება.

ქალებს მათი სქესისადმი შესაფერისი განსაკუთრებული პატივისცემით უნდა მოეპყრონ.

კონფლიქტის მონაწილე მხარემ, რომელიც იძულებულია მოწინააღმდეგეს დაუტოვოს დაჭრილები და ავადმყოფები, მათი მოვლის მიზნით დატოვოს, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება საომარი მოთხოვნების გათვალისწინებით, თავისი სამედიცინო პერსონალისა და ინვენტარის ნაწილ