მე-10, მე-15, 23-ე, 28-ე, 31-ე, 37-ე და 52-ე მუხლებით საგანგებოდ გათვალისწინებული შეთანხმებების გარდა, მაღალ ხელეშმკვრელ მხარეებს შეუძლიათ დადონ სხვა სპეციალური შეთანხმებები ნებისმიერ საკითხზე, რომლის განსაუთრებულად მოგვარებასაც ისინი მიზანშეწონილად ჩათვლიან. არც ერთმა ასეთმა სპეციალურმა შეთანხმებამ ზიანი არ უნდა მიაყენოს ავადმყოფთა და დაჭრილთა, აგრეთვე სამედიცინო პერსონალისა და სამხედრო სასულიერო პირების ამ კონვენციით განსაზღვრულ მდგომარეობას, ასევე არ უნდა შეზღუდოს კონვენციით მათთვის მინიჭებული უფლებები.

ავადმყოფები და დაჭრილები, აგრეთვე სამედიცინო და სასულიერო პერსონალი სარგებლობენ ამ შეთანხმებებით მინიჭებული უპირატესობებით მანამ, სანამ მათზე ვრცელდება კონვენციის მოქმედება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზემოაღნიშნული ან მომდევნო შეთანხმებები არ შეიცავს მკაფიოდ გამოხატულ საპირისპირო დებულებებს, ან მათ მიმართ კონფლიქტის მონაწილე რომელიმე მხარის მიერ გამოყენებულია უფრო ხელსაყრელი ღონისძიებებ