ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მიმდინარე არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტის დროს კონფლიქტის მონაწილე ყოველი მხარე ვალდებულია გამოიყენოს, სულ ცოტა, შემდეგი დებულებანი:
1. პირები, რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა ჩათვლით, რომლებმაც დაყარეს იარაღი, ან პირები, რომლებიც ავადმყოფობის, დაჭრის, დაკავების თუ რაიმე სხვა მიზეზის გამო მონაწილეობას აღარ იღებენ საომარ მოქმედებებში, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა სარგებლობდნენ ჰუმანური მოპყრობით რასის, კანის ფერის, რელიგიის ან რწმენის; სქესის, წარმომავლობის; ქონებრივი მდგომარეობის მიუხედავად ან სხვა მსგავს კრიტერიუმებზე დაფუძნებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
ამ მიზნით, აკრძალულია და ყოველთვის და ყველგან აკრძალული იქნება ზემოაღნიშნულ პირთა მიმართ შემდეგი მოქმედებანი:
a) პირის სიცოცხლისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის ხელყოფა, კერძოდ, ნებისმიერი სახის მკვლელობა, დასახიჩრება; სასტიკი მოპყრობა და წამება;
b) მძევლად აყვანა;
c) პირის ღირსების შელახვა, კერძოდ, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მოყპრობა;
d) სათანადო წესით დაფუძნებული სასამართლოს მიერ, ცივილიზებული ხალხების მიერ სავალდებულოდ აღიარებული სასამართლო გარანტიების დაცვით გამოტანილი წინასწარი გადაწყვეტილების გარეშე სამართალში მიცემა და სასჯელის აღსრულება.
2. დაჭრილები და ავადმყოფები უნდა შეაგროვონ და სათანადო დახმარება უნდა აღმოუჩინონ.
ისეთ მიუკერძოებელ ჰუმანიტარულ ორგანიზაციას, როგორიცაა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, შეუძლია კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შესთავაზოს თავისი სამსახური.
გარდა ამისა, კონფლიქტის მონაწილე მხარეები უნდა შეეცადონ, სპეციალური შეთანხმებების გზით განახორციელონ ამ კონვენციის ყველა სხვა დებულება ან მათი ნაწილი.
ზემოაღნიშნული დებულებათა გამოყენება არ უნდა ხელყოფდეს კონფლიქტის მონაწილე მხარეთა სამართლებრივ სტატუს