იმ დებულებათა გარდა, რომლებიც უნდა შესრულდეს მშვიდობიან დროს, ეს კონვენცია გამოიყენება გამოცხადებული ომის შემთხვევაში ან ნებისმიერი სხვა სახის შეიარაღებული კონფლიქტის დროს, რომელიც ორ ან რამდენიმე მაღალ ხელშემკვრელ მხერეს შორის შეიძლება წარმოიშვას, მაშინაც კი, როცა ერთ-ერთი მხარე არ ცნობს ომის მდგომარეობას.
კონვენცია გამოიყენება აგრეთვე მაღალი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის მთლიანი ან ნაწილობრივი ოკუპირების ყველა შემთხვევაში, მაშინაც კი, როცა აღნიშნულ ოკუპაციას შეიარაღებულ წინააღმდეგობას არ უწევენ.
თუ კონფლიქტის მონაწილე ერთ-ერთი სახელმწიფო არ არის ამ კოვნენციის მხარე, ის სახელმწიფოები, რომლებიც კონვენციის მხარეები არიან, მათ შორის ურთიერთობებში კონვენციით დავალდებულებულნი რჩებიან; ამასთან, კონვენციის დავალდებულებულნი იქნებიან ზემოაღნიშნული სახელმწიფოს მიმართაც, თუ ეს უკანასკნელი მიიღებს და გამოიყენებს მის დებულებებ