ამ კონვენციის გამოყენება ხორციელდება მფარველი სახელმწიფოების ხელშეწყობითა და კონტროლით. მფარველ სახელმწიფოს ეკისრება კონფლიქტის მონაწილე მხარეების ინტერესთა დაცვა. ამ მიზნით, მფარველ სახელმწიფოებს, თავიანთი დიპლომატიური ან საკონსულო პერსონალის გარდა, შეუძლიათ საკუთარი მოქალაქეებისაგან ან სხვა ნეიტრალური სახელმწიფოს მოქალაქეთაგან დელეგატების დანიშვნა. ამ დელეგატების დასანიშნად მათ უნდა მიიღონ იმ ქვეყნის თანხმობა, სადაც მათ უნდა შეასრულონ თავიანთი მისია.

კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენლებს ან დელეგატებს მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში უნდა შეუწყონ ხელი.

მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენლები ან დელეგატები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გასცდნენ ამ კონვენციით განსაზღვრულ მათი მისიის ფარგლებს. კერძოდ, მათ მხედველობაში უნდა მიიღონ იმ სახელმწიფოს უშიშროების აუცილებელი მოთხოვნები, სადაც ასრულებენ თავიანთ მისიას. მხოლოდ უკიდურესი სამხედრო აუცილებლობის დროს შეიძლება მათი საქმიანობის დროებით და გამონაკლისი ღონისძიების სახით შეზღუდვ