მფარველმა სახელმწიფოებმა ყოველთვის, როდესაც დაცვის ქვეშ მყოფი პირების ინტერესებიდან გამომდინარე ამას მიზანშეწონილად ჩათვლიან, კერძოდ, კონფლიქტის მონაწილე მხარეთა შორის ამ კონვენციის დებულებათა გამოყენების ან განმარტების თაობაზე უთანხმოების შემთხვევაში, კეთილი სამსახური უნდა გაუწიონ მხარეებს უთანხმოებათა მოგვარების მიზნით.
ამ მიზნით, მფარველ სახელმწიფოს შეუძლია ერთ-ერთი მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით შესთავაზოს თითოეულ მფარველ მხარეს მათი წარმომადგენლების, კერძოდ, დაჭრილებისა და ავადმყოფებისათვის, ასევე სამედიცინო და სასულიერო პერსონალისათვის პასუხისმგებელ ხელისუფალთა შეხვედრა. იგი შეიძლება გაიმართოს ნეიტრალურ, შესაბამისად შერჩეულ ტერიტორიაზე. კონფლიქტის მონაწილე მხარეები ვალდებული არიან ხელი შეუწყონ ამ თვალსაზრისით მათთვის შეთავაზებული წინადადებების შესრულებას. საჭიროების შემთხვევაში, მფარველ სახელმწიფოებს შეუძლიათ კონფლიქტის მონაწილე მხარეებს მხარდასაჭერად წარუდგინონ ნეიტრალური სახელმწიფოს წარმომადგენელი ან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ დელეგირებული პირი, რომელიც აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად იქნება მიწვეული.