თუ სასამართლოს დავალებით ექსპერტიზა ტარდება არასპეციალურ სასამართლო-საექსპერტო დაწესებულებაში, შესაბამის პირს ექსპერტად ნიშნავს თვითონ სასამართლო. განჩინება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ყველა მასალა, რომელიც აუცილებელია ექსპერტიზის ჩასატარებლად, ექსპერტად დანიშნულ პირს უშუალოდ სასამართლომ უნდა გადასცეს. განჩინების გადაცემისას სასამართლო ამოწმებს ექსპერტის პიროვნებას, მის სპეციალობასა და კომპეტენტურობას, განუმარტავს ექსპერტს მის უფლება-მოვალეობებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 168-ე მუხლით, და აფრთხილებს ექსპერტს დასკვნის მიცემაზე უარის თქმისათვის, მისი მიცემისათვის თავის არიდებისა თუ შეგნებულად ყალბი დასკვნის მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. ყოველივე ეს აღინიშნება სასამართლოს განჩინებაში ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რაც დამოწმდება ექსპერტის ხელმოწერით.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 167. ექსპერტიზის ჩატარება არასაექსპერტო დაწესებულებაში თუ სასამართლოს დავალებით ექსპერტიზა ტარდება არასპეციალურ სასამართლო-საექსპერტო დაწესებულებაში, შესაბამის პირს ექსპერტად ნიშნავს თვითონ სასამართლო. განჩინება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ყველა მასალა, რაომელიც აუცილებელია ექსპერტიზის ჩასატარებლად, ექსპერტად დანიშნულ პირს უშუალოდ სასამართლომ უნდა გადასცეს. განჩინების გადაცემისას სასამართლო ამოწმებს ექსპერტის პიროვნებას, მის სპეციალობასა და კომპეტენტურობას, განუმარტავს ექსპერტს მის უფლება-მოვალეობებს, რაომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 168-ე მუხლით, და აფრთხილებს ექსპერტს დასკვნის მიცემაზე უარის თქმისათვის, მისი მიცემისათვის თავის არიდებისა თუ შეგნებულად ყალბი დასკვნის მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ, რაომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. ყოველივე ეს აღინიშნება სასამართლოს განჩინებაში ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რაც დამოწმდება ექსპერტის ხელმოწერით. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(6)
საქმე №ბს-535(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.12.2022
…6.1. კასატორი - საქართველოს გენერალური პროკურატურა განმარტავს, რომ ზ. კ-ე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა... წლის......ს. შესაბამისად, მის მიმართ, დაკავებიდან გამომდინარე, საქართველოს სსსკ-ის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, რაც არ უკავშირდება საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებულ კონკრეტულ…
…არ გამოცხადდა, მიუხედავად იმისა, რომ მას შეტყობინება სათანადო წესით გაეგზავნა, რაც ასევე დაადასტურა მისმა წარმომადგენელმა. უცხო ქვეყნის სასამართლომ შესაძლებლად მიიჩნია, საქმე განეხილა ბავშვების დედის დაუსწრებლად, უცხო ქვეყნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 167-ე მუხლის შესაბამისად. 5. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ქ. ----- განათლების განყოფილების სამმართველოს…
…არ გამოცხადდა, მიუხედავად იმისა, რომ მას შეტყობინება სათანადო წესით გაეგზავნა, რაც ასევე დაადასტურა მისმა წარმომადგენელმა. უცხო ქვეყნის სასამართლომ შესაძლებლად მიიჩნია, საქმე განეხილა ბავშვების დედის დაუსწრებლად, უცხო ქვეყნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 167-ე მუხლის შესაბამისად. 5. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ქ. ----- განათლების განყოფილების სამმართველოს…
…საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო საქმის განხილვის გადადება რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 113-ე მუხლის საფუძველზე, გამოიწვევდა საქმის გონივრულ ვადებში განხილვაზე მოსარჩელის უფლების დარღვევას, სასამართლომ დასახელებული კოდექსის 167-ე მუხლის საფუძველზე, შესაძლებლად მიიჩნია საქმის განხილვა მოპასუხის დასწრების გარეშე. 9. „მინსკის კონვენციის“ პირველი მუხლის პირველი ნაწილით,…
…შესახებ, ხოლო დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს კონკრეტულმა პირმა, ვინც დასკვნა შეადგინა. თუმცა, სასამართლო არ და ვერ უთითებს სსსკ-ის კონკრეტულ მუხლზე, რადგან ასეთი არ არსებობს. დასახელებული მონაცემების ნაწილზე საუბარია სსსკ-ის 167-ე მუხლში, რომელიც ეხება მხოლოდ სასამართლოს დავალებით ექსპერტიზის ჩატარებას არასაექსპერტო დაწესებულებაში, რაც სრულიად ლოგიკურია, ვინაიდან ამ შემთხვევაში…