მუხლი 363 თუ ვაგონები‚ მათ შორის‚ კონტეინერებით დატვირთული ვაგონები, ტვირთმიმღების საშუალებებით გადმოსატვირთად მიწოდებულია სადგურის საერთო ან არასაერთო სარგებლობის ადგილებში‚ გადაცემის მონაწილე მხარეები გარეგნული დათვალიერებით უნდა დარწმუნდნენ ვაგონების ძარას‚ კონტეინერის‚ საკეტ-საპლომბი მოწყობილობის წესივრულობასა და მათზე მითითებული მონაცემების შესაბამისობაში სავაგონო ფურცლებსა და ზედნადებებში აღნიშნულ მონაცემებთან, ხოლო თუ ტვირთი გადაიზიდა ღია მოძრავ შემადგენლობაზე – დაზიანების (გაფუჭების) ხილული ნიშნებისა და ტვირთის დაკარგვის ფაქტის არარსებობაში🔗