1. საფრთხეშემცველი ტვირთი გადასაზიდად მიიღება არასაერთო სარგებლობის ადგილში, ხოლო წვრილმანი და კონტეინერული გზავნილით გადასაზიდი საფრთხეშემცველი ტვირთი – ასევე საერთო სარგებლობის ადგილშიც.
2. საფრთხეშემცველი ტვირთის მიღება-გაცემა საერთო სარგებლობის ადგილში ხორციელდება უშუალოდ ავტომობილიდან ვაგონში და პირიქით, სადგურისა და ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) უფლებამოსილი წარმომადგენლის ზედამხედველობით.
3. კონკრეტული საფრთხეშემცველი ტვირთი, გარდა წვრილმანად დაფასოებულისა, გადასაზიდად წარმოდგენილი შეიძლება იყოს მხოლოდ საძიებლით განსაზღვრული გაგზავნის სახეობის მიხედვით.