1. დახურულ ვაგონსა და კონტეინერში საფრთხეშემცველი ტვირთის, აგრეთვე საფრთხეშემცველტვირთიანი კონტეინერის განლაგება და დამაგრება ღია მოძრავ შემადგენლობაზე ხორციელდება დატვირთვა-დამაგრების ტექნიკური პირობებისა და „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების” შესაბამისად. კონტეინერში საფრთხეშემცველი ტვირთის განლაგება-დამაგრების ხერხს შეიმუშავებს ტვირთგამგზავნი.
2. ვაგონსა და კონტეინერში ტვირთის დასამაგრებლად გამოყოფილი მასალა ინერტული უნდა იყოს გადასაზიდი საფრთხეშემცველი ტვირთის მიმართ. ზოგიერთი საფრთხეშემცველი ტვირთის განლაგება-დამაგრების განსაკუთრებული პირობები განსაზღვრულია ამ წესის მე-13 თავში.
3. თუ საფრთხეშემცველი ტვირთი დაწყობილია რამდენიმე იარუსად, ტვირთის შტაბელების მდგრადობის უზრუნველსაყოფად და შეფუთვის დაზიანების თავიდან ასაცილებლად იარუსებს შორის აგებენ არანაკლებ 20 მმ სისქის ფიცრის ფენილს.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 34
თავი 7 — ვაგონის (კონტეინერის) მიმართ და მასში მოთავსებული საფრთხეშემცველი ტვირთის განლაგებისადმი დადგენილი მოთხოვნები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 34, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-34/