2. თუ მე-2 დანართში მითითებული შხამიანი და მწვავე ნივთიერება გადაიზიდა სავაგონო გზავნილით, ადამიანისა და ცხოველის მოწამვლისა და ტვირთის გაჭუჭყიანების თავიდან ასაცილებლად, ტვირთგამგზავნი ვალდებულია თავისი საშუალებითა და ხარჯით გადმოტვირთვის შემდეგ, გაწმინდოს ვაგონი გადაზიდული ტვირთის ნარჩენისგან, გარეცხოს იგი ცხელი წყლით, საჭიროებისას კი გააუსნებოვნოს ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდით.
3. შხამიანი და მწვავე ნივთიერების გადმოტვირთვის შემდეგ ვაგონის გარეცხვასა და გაუსნებოვნებას ამოწმებს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი, სადგურისა და ტვირთმიმღების წარმომადგენლის მონაწილეობით. ამის შემდეგ ტვირთმიმღების უფლებამოსილი წარმომადგენელი ვალდებულია წარუდგინოს სადგურს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოს მიერ დამოწმებული ცნობა ვაგონის გარეცხვა-გაუსნებოვნებისა და მასში ადამიანების, ცხოველთა, ფურაჟის, სასურსათო და სხვა სახის ტარის გადაზიდვის შესაძლებლობის შესახებ. გარეცხვა-გაუსნებოვნების ცნობის გარეშე სადგური ვაგონს არ მიიღებს