1. საფრთხეშემცველი ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ვაგონი და კონტეინერი, ტექნიკური წესით გათვალისწინებული ნიშნისა და წარწერის გარდა, აღჭურვილი უნდა იყოს საფრთხის ნიშნით, რომელიც შეესაბამება ტვირთის საფრთხის ხასიათს საძიებლის მიხედვით და მასზე მითითებული უნდა იყოს გადასაზიდი ტვირთის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნომერი.
2. თუ საფრთხეშემცველი ტვირთი გადაიზიდება სავაგონო გზავნილით, საფრთხის ნიშანს ვაგონებზე აღნიშნავს ტვირთგამგზავნი.
3. ვაგონსა და კონტეინერზე საფრთხის ნიშნისა და ნომრის დატანების პირობები გათვალისწინებულია ამ წესის მე-6 დანართში.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 25
თავი 7 — ვაგონის (კონტეინერის) მიმართ და მასში მოთავსებული საფრთხეშემცველი ტვირთის განლაგებისადმი დადგენილი მოთხოვნები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 25, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-25/