2. ტვირთგამგზავნის მფლობელობაში არსებული მოძრავი შემადგენლობის ტექნიკურ დათვალიერებას და მისი სავალი ნაწილის, გოგორწყვილის, ბუქსის კვანძის, ვაგონის ჩარჩოს, სამუხრუჭე და დამრტყმელ-საწევი მოწყობილობის ვარგისობას განსაზღვრავს რკინიგზის სავაგონო სამსახურის უფლებამოსილი მუშაკი, ტვირთგამგზავნის მიერ სადგურის უფროსის სახელზე წარდგენილი განაცხადის საფუძველზე.
3. საფრთხეშემცველი ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სპეციალიზებული ვაგონის ძარის, კონტეინერის კორპუსის, აგრეთვე მისი არმატურისა და მოწყობილობის ტექნიკურ მდომარეობასა და ვარგისობას ადგენს ტვირთგამგზავნი