1. სატვირთო ადგილზე კეთდება სატრანსპორტო ნიშანდება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებისა” და შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნიშანდების გარდა, ტვირთგამგზავნმა უნდა უზრუნველყოს ტვირთის საფრთხის სახისა და ხარისხის შესატყვისი ნიშანდება, რომელიც მოიცავს:
ა) საფრთხის ნიშანსა და ტვირთის დასახელებას საძიებლის მიხედვით. თუ ერთ სატვირთო ადგილში ერთობლივადაა შეფუთული რამდენიმე საფრთხეშემცველი ტვირთი, ტვირთის დასახელების ნიშანდება კეთდება თითოეულ ტვირთზე;
ბ) საკლასიფიკაციო შიფრსა და ნომერს;
გ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მინიჭებულ ნომერს.