2. შუშის ტარაში მოთავსებული საფრთხეშემცველი ტვირთი იფუთება ხის, პოლიმერულ ან ლითონის ყუთში, თავისუფალი სივრცის შევსებით უწვავი შუასადებითა და შემწოვი მასალით. წვრილმანად დაფასოებული ტვირთი, რომელიც ამ წესის 41-ე მუხლის მიხედვით გადაიზიდება როგორც საფრთხეშეუმცველი, შეიძლება შეიფუთოს გოფრირებულ მუყაოს ყუთში. ყუთს უნდა ჰქონდეს რკალი, სადები, ტიხარი, ცხაური, შუასადები და ამორტიზატორი, ხოლო მისი კედლები დახუფულ ბოთლებსა და ქილებზე 5 სმ-ით მაღალი უნდა იყოს. თუ შუშის ტარაში მოთავსებული საფრთხეშემცველი ტვირთი წვრილმანი გზავნილით გადაიზიდება, იგი უნდა შეიფითოს თავსახურიან ხის ყუთში