ა) ყუთსა და სატრანსპორტო პაკეტზე – განივ, ზედა და ტორსულ ზედაპირზე;
ბ) კასრზე – ერთ-ერთ ძროსა და რკალზე (ცილინდრულ ნაწილზე);
გ) შეკვრასა და ფუთაზე – ტორსულ და განივ ზედაპირზე;
დ) სხვა სახის ტარაზე – ყველაზე მოხერხებულ ადგილზე, რომელიც ვაგონში განლაგებისას კარგად ჩანს.
2. ქაღალდისგან ან მუყაოსგან დამზადებული საფრთხის ნიშანდება ტარაზე მაგრდება წებოთი, ქსოვილისგან დამზადებული – მიეკერება, ხოლო ფანერისგან, ლითონისგან და პლატმასისგან დამზადებული მაგრდება ჭანჭიკით, სჭვალით, ლურსმნით ან მავთულით, თუ დამაგრების სხვა საშუალების გამოყენება შეუძლებელია.
3. საფრთხის ნიშანი უშუალოდ ტარასა და შეფუთვაზე დაიტანება საღებავით ტრაფარეტის მიხედვით. თუ ნიშანი და ტარა ერთფეროვანია, საფრთხის ნიშანი დაიტანება კონტრასტულ ფონზე.
4. საფრთხის ნიშანი იყოფა ძირითად ნიშნად, რომელიც განსაზღვრავს საფრთხის ძირითად სახეს და შეესაბამება ტვირთის კლასს (ქვეკლასს) და დამატებით ნიშნად, რომელიც განსაზღვრავს საფრთხის დამატებით სახეს. თუ ტვირთი რამდენიმე საფრთხის სახეს შეიცავს, ტვირთგამგზავნმა შეფუთვაზე უნდა მიუთითოს თითოეული მათგანის შესატყვისი საფრთხის ნიშანი. ამ შემთხვევაში, ქვეკლასის ნომერი დაიტანება მხოლოდ საფრთხის ძირითად ნიშანზე