1. ლითონის ან პოლიმერულ ქილაში, ბიდონსა და კანისტრაში მოთავსებული საფრთხეშემცველი ტვირთი დამატებით იფუთება ხის ყუთსა და ლარტყულში.
2. საფრთხეშემცველი ტვირთი, შეფუთული სტანდარტით ან ტექნიკური პირობით გათვალისწინებულ გოფრირებულ მუყაოს ტომარასა და ყუთში, გადაიზიდება სავაგონო გზავნილით. წვრილმანი გზავნილით ტომარაში გადასაზიდი საფრთხეშემცველი ტვირთი იფუთება ლითონის ან ფანერის დოლსა და კასრში, აგრეთვე ხის ან ლითონის ყუთში.
3. თუ გადასაზიდად წარდგენილია თხევადი საფრთხეშემცველი ტვირთი, მისი ტარა უნდა შეივსოს სტანდარტით ან ტექნიკური პირობით დადგენილი ნორმის შესაბამისად.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 18
თავი 6 — დახურულ ვაგონსა და კონტეინერში საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვის ზოგადი პირობები. ტარა, შეფუთვა და ნიშანდება
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 18, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-18/