1. თუ მსვლელობის გზაზე გამოვლინდა ვაგონის გაუმართაობა, რაც გამორიცხავს მის შემდგომ მოძრაობას, ეს ვაგონი უნდა მოიხსნას მატარებლიდან და გამყოლის დაცვით ჩამოყენებულ იქნეს სპეციალურად გამოყოფილ ლიანდაგზე. თუ ვაგონთა ჯგუფს თან ახლავს ერთი გამყოლი, მაშინ მატარებლიდან იხსნება მთელი ჯგუფი. ვაგონის გაუმართაობა აღმოიფხვრება გამყოლის თანდასწრებით.
2. თუ მსვლელობის გზაზე გამოვლინდა საფრთხეშემცველტვირთიანი უგამყოლო ვაგონი, რომელიც ამ წესის თანახმად მხოლოდ გამყოლით გადაიზიდება, მაშინ აღნიშნული ვაგონი სადგურში იხსნება მატარებლიდან და ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) წარმომადგენლის მისვლამდე ჩამოყენებულ უნდა იქნეს სადგურის სპეციალურად გამოყოფილ ლიანდაგზე ან მისი ტექნიკურ-განმკარგავი აქტით განსაზღვრულ სხვა უსაფრთხო ადგილას.
3. ვაგონის შემჩერებელი სადგურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი სხვა პირი ვალდებულია გაგზავნის (დანიშნულების) სადგურის მეშვეობით ამის თაობაზე აცნობოს ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს), ხოლო ეს უკანასკნელი მოვალეა დაუყოვნებლივ მიავლინოს თავისი წარმომადგენელი შეჩერების პუნქტში.