ა) სადგურების ყველა აღნიშვნა სრულდება ზედნადების უკანა მხარეზე არსებულ მე-5 გრაფაში „რკინიგზის აღნიშვნები”;
ბ) გაგზავნასთან დაკავშირებით აქტების შედგენისას აღინიშნება აქტის ნომერი, მისი შევსების თარიღი და აქტის შინაარსი.
2. თუ ტვირთი გადაიზიდება ელექტრონული ზედნადებით, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მონაცემების გარდა, ზედნადებში აღინიშნება:
ა) იმ სადგურის კოდი, სადაც გაფორმდა აქტი;
ბ) კომერციული უწესივრობის კოდი, ხოლო, თუ კომერციულ უწესივრობათა აღმოსაფხვრელად ან ტვირთის მდგომარეობის შესამოწმებლად საჭირო გახდა ვაგონის მატარებლიდან მოხსნა და სპეციალურ ლიანდაგზე ჩამოყენება – მოხსნის მიზეზიც;
გ) დასაცავად ვაგონის სატრანსპორტო პოლიციისათვის გადაცემის შესახებ;
დ) იმ სადგურის კოდი, სადაც დაიშვება ვაგონის გატარება ტვირთის შესამოწმებლად;
ე) ტვირთის სხვა ვაგონში გადატვირთვის აუცილებლობის შესახებ;
ვ) ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) შეტყობინების შესახებ, შეტყობინების თარიღის, დროისა და შეტყობინების საშუალების მითითებით, თუ გადაიზიდება საფრთხეშემცვლელი ტვირთი